სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ძალების უფრო დიდი ინვესტირება უნდა მოვახდინოთ, ვიდრე მაგას ლაიპციგი გააკეთებს. ეს გადამწყვეტ როლს ითამაშებს".

"ლეროის ტრავმები ჰქონდა. შესამაბისად, სათამაშო დროს დოზირებულად ღებულობს. ვარჯიშებზე კარგად გამოიყურება. პროგრესს განიცდის. მაგრამ, როგორც ყოველთვის, სასტარტო შემადგენლობას ჯერ არ დავასახელებ".

"დეივისმა გუნდთან ერთად ივარჯიშა, მაგრამ ლაიპციგთან მატჩის განაცხადში, რა თქმა უნდა, არ შევიყვან. დავხედოთ, დატვირთვებს როგორ გაუმკლავდება. შეიძლება რამდენიმე წუთი ოთხშაბათის შეხვედრაში ვათამაშო. რაც შეეხება დანარჩენებს, ტოლისოს და კიმიხის გარდა, ყველა მწყობრშია. ეს კარგის ნიშანია, განსაკუთრების შექმნილ სიტუაციიდან გამომდინარე".

"ესეთი შეხვედრები ყოველთვის განსაკუთრებულია. ესეთ მატჩებში ჩემპიონებს საუკეთესო თამაშის დემონსტრირება მმართებთ. აქედან გამომდინარე, გუნდისგან უკეთესს თამაშს ველოდები, ვიდრე ეს გასული კვირების განმავლობაში გამოსდიოდა. ჩვენთვის 3 ქულის მოპოვება დასახული მიზანი იქნება. ძალიან მნიშნელოვანი ქულები იქნება".

"მაღალი პრესინგის გამო მეტოქეებს თავისუფალი სივრცეების გამოყენება შეუძლიან. უფრო კომპაქტური თამაშის დემონსტრირება გვმართებს. ლაიპციგი მაღალი დონეს გუნდია, ნებისმიერი შეცდომის გამოყენება შეუძლია".

"რა თქმა უნდა, მაღალი დონის გუნდი გვყავს. მაგრამ ყველა ფაზაში როგორც ერთიანი ორგანიზმი უნდა ვითამაშოთ. ასევე გამარჯვებულის მენტატილეტი იქნება საჭირო".

"კიმიხის შემთხვევაში არ უნდა ვიჩქაროთ. პროგრესს განიცდის. მნიშვნელოვანია, რომ ტკივილებს არ გრძნობს, რაც იმაზე მეტყველებს რომ აღდგენითი პროცესი კარგად მიმდინარეობს. მაგრამ ფორსირებას არ ვაპირებთ".


04-12-2020