სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნმა ნათლად აჩვენა, რომ უშუალო კონკურენტების წინააღმდეგ წარმატებულად თამაშობს. ნოემბრის დასაწყისში ფლიქის შეგირდებმა დორტმუნდს ანგარიშით 3:2 სძლიეს. უკანასკნელ 9 მატჩში კონკურენტების წინააღმდეგ მიუნხენელები არ მარცხდებიან - 7 მოგება და 2 ფრე. ბოლოს ბაიერნი ესეთ შეხვედრაში 2015 წლის იანვარში ვოლფსბურგთან განადგურდა (1:4).

9 ტურის შემდეგ ბაიერნს აქტივში 31 გატანილი ბურთი აქვს. რეკორდმაისტერმა 1974/75 წწ. ფრანკფურტის შედეგი გაიმეორა. შაბათს საღამოს ჩემპიონატის საუკეთესო შეტევის ხაზი - ჩემპიონატის საუკეთესო დაცვის ხაზს დაუპირისპირდება. მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში ლაიპციგმა მხოლოდ 6 ბურთი გაუშვა. იგივე მოხდა მეშვიდე ტურის შეხვედრაშიც. იმ მომენტისთვის ყველა ნაკლები გაშვებული გოლი დორტმუნდს ჰქონდა, მაგრამ ბაიერნმა გამოცდა მშვენივრად ჩააბარა.

ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნი ლაიპციგს მეცხრედ შეხვდება. პირველ სამი მატჩი მიუნხენელებმა მეტოქეს მოუგეს, მაგრამ შემდეგ გუნდები თანაბრად თამაშობდნენ. უკანასკნელ ხუთ შეხვედრაში რეკორდმაისტერმა და ხარებმა თითო გამარჯვება მოიპოვეს და ბოლო სამ მატჩში საყაიმო ანგარიში დაფიქსირდა. იმავე მონაკვეთში თასის ფინალში ბაიერნმა ლაიპციგს დამაჯერებლად დაამარცხა (3:0).

ალიანც არენაზე "ხარებს" 360 წუთის განმავლობაში ბურთი გატანილი ჯერ არ აქვთ. ოთხ შეხვედრაში ესეთი შედეგები დაფიქსირდა: 0:3, 0:2, 0:1 და 0:0.

ჰანზი ფლიქისთვის ლაიპციგის წინააღმდეგ მატჩი, ბუნდესლიგის ფარგლებში, 34-ე იქნება. სპეციალისტი პირადი სეზონის დასრულებას აღნიშნავს. 33 შეხვედრაში ფლიქმა ბაიერნთან ერთად 86 ქულა დააგროვა, რაც ისტორიული სტატისტიკის მიხედვით ტიტულის მოპოვების გარანტია. მხოლოდ 2013/14 წწ. (90 ქულა) და 2015/16 წწ. (88 ქულა) სეზონებში გუნდი უფრო მეტ ქულას აგროვებდა.


მიმდინარე ჩემპიონატის გასვლით მატჩებში "ხარები" არც ისე კარგად გამოდიან. 4 შეხვედრაში ლაიპციგმა მხოლოდ 5 ქულა მოიპოვა. საკუთარ მოედანზე გუნდმა 5-დან 5 გამარჯვება მოიპოვა.

რობერტ ლევანდოვსკიმ ლაიპციგის წინააღმდეგ ჩატარებულ 11 მატჩში 7 ბურთი შეაგდო. არც ერთ სხვა ფეხბურთელს "ხარებისთვის" ამდენი ბურთი არ გაუტანია.


04-12-2020