სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მადრიდიდან ქულა წაიღო

ფლიქმა მადრიდელების წინააღმდეგ მატჩზე ექსპერიმენტალური შემადგენლობა დააყენა. მიუხედავად ამისა, ატლეტიკოს სადებიუტო შტურმის შემდეგ მიუნხენელებმა რამდენიმე კარგი შეტევა განახორციელეს. მომენტები ზანეს და მუსიალას ჰქონდათ. მაგრამ მასპინძლებმა ანგარიში მაინც გახსნეს. ბურთი ფელიქსმა შეაგდო. გაშვებული გოლის შემდეგ ბაიერნმა ბურთზე კონტროლი ვერ დააწესა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარში ატლეტიკომ ბურთი ბაიერნს დაუთმო და ამის გამო დაისაჯა. მიუნხენელები მთელი ტაიმის განმავლობაში შეტევებზე იყვნენ გადართულე და 86-ე წუთზე თავისას მიაღწიეს. საჯარიმოში მიულერი წააქციეს. თომასმა პენალტი ცივსისხლიანად შეასრულა, 1:1. ბაიერნის მოგებათა სერია შეწყდა, მაგრამ წაუგებელი სერია გრძელდება.

შაბათს საღამოს რეკორდმაისტერი ლაიპციგს უმასპინძლებს, რომელიც სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება.


02-12-2020