სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნის მოგებათა სერია 15 მატჩს შეიცავს. ამ მაჩვენებლით მიუნხენელებმა თავისი რეკორდი გააუმჯობესეს და ატლეტიკოს შედეგიც გაიმეორეს. თავის დროს მადრიდელებს 15 გამარჯვება ევროპა ლიგის ფარგლებში ქონდათ. სამშაბათს გვიან საღამოს ბაიერნს ამ რეკორდის გაუმჯობესება შეუძლია.

ჩემპიონთა ლიგის გასვლით შეხვედრებში რეკორდმაისტერი უკვე 15 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდება (12 მოგება და 3 ფრე). მადრიდელებთან მატჩში წარმატების შემთხვევაში მიუნხენელები მანჩესტერის რეკორდს გაიმეორებენ - წაუგებელი 16 შეხვედრა ზედიზედ (2007-2010 წწ.).

ტურნირის მოქმედი გამარჯვებული ბაიერნი ჩემპიონთა ლიგაზე თავის 25-ე სეზონს ატარებს. ატლეტიკოსთვის ეს მხოლოდ მე-12 გათამაშებაა. ხშირი მონაწილეობის მიუხედავად, გუნდები ერთმანეთს მხოლოდ ხუთჯერ შეხვდნენ. ჩემპიონთა თასის ჩათვლით შეხვედრების ციფრი შვიდამდე ადის. ბაიერნის აქტივში 4 გამარჯვებაა და ფრე. მეტოქემ ორი მატჩი მოიგო. ერთადერთი ფრე 1974 წლის ფინალში დაფიქსირდა (1:1). გასვლითი გამარჯვების დრო დადგა!

ბაიერნის რიგებში რობერტ ლევანდოვსკიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადიის 38 შეხვედრაში 38 ბურთი გაიტანა. ზალცბურგთან გოლის შემდეგ პოლონელი რაულს დაეწია. ახლა ორივე ფეხბურთელს ტურნირში 71 ბურთი აქვთ გატანილი. სამშაბათს ბურთის გატანის შემთხვევაში ლევანდოვსკი ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირების სამეულში შევა (უფრო მეტი გოლი მხოლოდ მესის და რონალდუს აქვთ).

ბაიერნმა უკანასკნელი გასვლითი 6 შეხვედრა საერთო ანგარიშით 27:7 მოიგო. მადრიდელებთან გამარჯვების შემთხვევაში რეკორდმაისტერი საკუთარ რეკორდს გაიმეორებს (7 მოგება 2013 წლის თებერვლიდან - 2014 წლის თებერვლამდე).

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ატლეტიკომ უკანასკნელი საშინაო 24 მატჩიდან მხოლოდ ერთი წააგო (18 მოგება და 5 ფრე). 2017 წლის სექტემბერში მადრიდელები ჩელსისთან დამარცხდნენ (1:2). აღსანიშნავია, რომ ატლეტიკოს ტურნირის მოქმედ გამარჯვებულებთან საშინაო მატჩში წაგება ჯერ არ აქვთ (3 გამარჯვება და ფრე).

მადრიდელების მწვრთნელს დიეგო სიმეონეს ბაიერნის წინააღმდეგ მატჩებში უკვე 3 მარცხი დაუგროვდა. მიმდინარე ტურნირში არც ერთ მონაწილე გუნდთან არგენტინელ მწვრთნელს ამდენი წაგება არ აქვს (რეალის წინააღმდეგ ასევე 3 მატჩში დამარცხდა).


30-11-2020