სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა

მიმდინარე ჩემპიონატში დუგლას კოსტას გოლი ბაიერნისთვის 31-ე აღმოჩნდა. წარსულ წლებში 9 ტურის შემდეგ ამ შედეგისთვის მხოლოდ ფრანკფურტმა მიაღწია (1974/75 წწ. სეზონში). იმ ჩემპიონატში "არწივების" აქტივში 89 გოლი იყო. იმ შემთხვევაში თუ რეკორდმაისტერი ესეთ შედეგიანობას განაგრძობს, მაშინ, როგორც ეს წინა ჩემპიონატში იყო, 100 გოლიან მაჩვენებელს ისევ მიაღწევს.

ბაიერნმა კიდევ ერთი რეკორდი გაიმეორა. მიუნხენელებმა შვაბებს რიგით 65-ე მატჩი მოუგეს. ბაიერნს იგივე მაჩვენებელი ჰამბურგთანაც აქვს.

კინგზლი კომანმა პირველად ბაიერნის მაისურში ბურთი ზედიზედ 3 მატჩში შეაგდო. შაბათს საღამოს ფრანგმა შტუტგარტთან ანგარიში გაათანაბრა. წინა კვირას მან ბრემენს და შემდეგ სამშაბათს ზალცბურგსაც გაუტანა.

ბაიერნმა, მეორე ბუნდესლიგიდან დაბრუნებულ გუნდს, 23 მატჩიდან უკვე 22 მოუგო. 2019 აპრილში მიუნხენელებმა ქულები მხოლოდ ნიურნბერგთან დაკარგეს (1:1).

9 ტურის შემდეგ მიუნხენელებმა 22 ქულა დააგროვეს, რაც გუნდისთვის უკანასკნელი 4 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ 2016 წელს ბაიერნს 9 ტურის შემდეგ 23 ქულა ჰქონდა.

ბაიერნში დაბრუნების შემდეგ შაბათს საღამოს კოსტამ თავისი პირველი ბურთი გაიტანა. უკანასკნელად ბრაზილიელმა მეტოქის კარები 2017 წლის მარტში დალაშქრა (3:0 ფრანკფურტთან). მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნის რიგებში სათადარიგო სკამიდან შემოსულმა ფეხბურთელმა უკვე მე-5 ბურთი შეაგდო. ჩემპიონატში მოასპარეზე გუნდებს შორის ეს საუკეთესო მაჩვენებელია.

შტუტგარტთან მატჩის დებიუტში ლევანდოვსკიმ ბურთი ძელს გაარტყა. 9 ტურის შემდეგ ბაიერნის ფეხბურთელები (შტუტგარტთან ერთად) ამ მაჩვენებლით ყველაზე წინ არიან. ბაიერნელებმა ბურთი ძელებს და ხარიხას უკვე მეშვიდედ გაარტყეს.

შაბათს საღამოს შტუტგარტთან შეხვედრაში დებიუტი ტანგიმ იზეიმა. 69-ე წუთზე 18 წლის ფეხბურთელმა ბოატენგი შეცვალა. ფლიქი ფრანგის დებიუტით კმაყოფილი დარჩა.


29-11-2020