სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: თამაში უკეთ შეგვიძლია

"ვიცით, რომ ლამაზი თამაშისთვის ჯილდოს ნაკლებად ვიმსახურებთ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, შედეგს მაინც ვაღწევთ. გასულ შეხვედრაში მნიშვნელოვანი იყო, რომ გაშვებული გოლის შემდეგ გუნდმა საკუთარი თამაში იპოვა და მიუნხენში 3 ქულის წაღება მოახერხა. უპირველესყოლისა, მთავარია გამარჯვების მოპოვება. მაგრამ ვიცით, რომ თამაში უკეთ შეგვიძლია. შეხვედრა უამრავი ორთაბრძოლისგან შედგებოდა. შტუტგარტმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა. გუნდისთვის, რომელიც მეორე ბუნდესლიგიდან ამოვიდა, მიმზიდველ და კარგ ფეხბურთს დემონსტრირებენ. გასულ მატჩში სირთულეები გვქონდა. მნიშვნელოვანია, რომ ქულები მოვიპოვეთ და არ დავკარგეთ. გასულ შეხვედრაში ამას მივაღწიეთ. თემას ჩემთვის დახურულად ვაცხადებთ", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


29-11-2020