სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა პირველი ადგილი შეინარჩუნა

მესამე წუთზე რობერტ ლევანდოვსკის ბურთი უნდა გაეტანა, მაგრამ პოლონელის თაურის შემდეგ ბურთი ძელს მოხვდა. ვერ გაიტან, გაგიტანენ შენ... მე-20 წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კულიბალი ანგარიში გახსნა... 1:0. გოლის შემდეგ შვაბებს კიდევ რამდენიმე სახიფათო მომენტები ჰქონდათ, მაგრამ უპირატესობის გაზრდა ვერ მოახერხეს. 37 წუთზე კომანმა ბურთი შეაგდო, მაგრამ შტუტგარტმა კიდევ ერთი გოლი მიითვალა, რომელიც VAR-ის შემდეგ არ ჩაითვალა, რადგანაც ნოიერთან ორთაბრძოლაში მეტოქემ წესები დაარღვია. ანგარიში არ შეცვლილა, 1:1. ტაიმის მიწურულს საშუალო დისტანციიდან ლევანდოვსკიმ გაისროლა, მეკარე უძლური აღმოჩნდა - 1:2! შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში შტუტგარტმა უპირატესობა მოიპოვა. შვაბებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს, ერთი-ორჯერ მიუნხენელები გაშვებულ გოლს გადაურჩნენ. მაგრამ ვერ გაიტან, გაგიტანენ შენ წესი ისევ განმეორდა. 88-ე წუთზე შეცვლაზე გამოსულმა კოსტამ დრიბლინგის შემდეგ მესამე ბურთი გაიტანა, 1:3. რეკორდმაისტერმა გაშვებული გოლის შემდეგ, მეტოქის კარები სამჯერ დალაშქრა. ბაიერნმა პირველი ადგილი შეინარჩუნა.

სამშაბათს გუნდი გასვლაზე მადრიდის ატლეტიკოს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ მიუნხენელებმა ჯგუფში პირველი ადგილი და მერვედფინალის საგზური უკვე გაინაღდეს.


28-11-2020