სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

შტუტგარტი იმ ექვს გუნდს მიეკუთვნება, რომელთანაც ბაიერნმა 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა. ბუნდესლიგის 55-წლიანი ისტორიის განმავლობაში, რეკორდმაისტერმა შვაბები 55-ჯერ დაამარცხა, 20 შეხვედრაში საყაიმო შედეგი დაფიქსირდა, 18 მატჩი მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა. საღამოს წარმატების მიღწევის შემთხვევაში ბაიერნი შტუტგარტზე 65-ე გამარჯვებას მოიპოვებს, რაც ჯერ არც ერთ გუნდს არ მიუღწევია (მიუნხენელებს ჰამბურგთანაც 65 გამარჯვება აქვთ მოპოვებული).

ბაიერნს შტუტგარტის წინააღმდეგ ჩატარებულ უკანასკნელ 19 მატჩიდან 18 მოგებული აქვს. ბოლოს რეკორდმაისტერი 2017/18 წწ. ჩემპიონატის დასკვნით ტურში დამარცხდა (1:4). მაგრამ იმ მომენტისთვის ბაიერნს ვერცხლის სინი უკვე მოპოვებული ჰქონდა და მათთვის იმ მატჩს სატურნირო მნიშვნელობა არ ჰქონდა. ბოლო გასვლითი მარცხი მიუნხენელებმა შტუტგარტთან 2007 წელს იგემეს (1:3). მაშინ ჰითცფელდის ხელმძღვანელობით ბაიერნი მოქმედ ჩემპიონთან შტუტგარტთან დამარცხდნენ.

უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, რეკორდმაისტერი მეორე ბუნდესლიგიდან დაბრუნებულ გუნდთან მხოლოდ ერთხელ წააგო. ეს ზუსტად ზემოთხსენებული შეხვედრა შტუტგარტის წინააღმდეგ გახლდათ (2017/18 წწ. სეზონის დასკვნით ტურში).

ბაიერნში საკუთარი დებიუტი სერჟ გნაბრიმ 2018 წლის 1 სექტემბერს იზეიმა. იმ დღეს მიუნხენელებმა შტუტგარტი, რომლის აკადემიაში ვინგერმა 6 წელი გაატარა, ანგარიშით 3:0 დაამარცხეს. 77-ე წუთზე გნაბრიმ რიბერი შეცვალა, რომლის ნომრით ფეხბურთელი ახლა გამოდის.

მიმდინარე ჩემპიონატში შტუტგარტი, როგორც ბაიერნი, ყოველ ტურში მინიმუმ ერთ ბურთს იტანს. იგივე შედეგიანობა ასევე ბრემენს და უნიონს აქვთ. ბაიერნი მინიმუმ ერთ ბურთს უკვე 36 შეხვედრის განმავლობაში იტანს. 8 ტურში შვაბებს უკვე 16 გოლი დაუგროვდათ, რაც გუნდს ყველაზე ხიფათიანს ხდის იმ კლუბებს შორის, რომლებიც უკანასკნელი 8 წლის განმავლობაში მეორე ბუნდესლიგიდან ამოვიდნენ.

მიმდინარე ჩემპიონატში შტუტგარტს საკუთარ მოედანზე გამარჯვება ჯერ არ მოუპოვებიათ - 3 ფრე და მარცხი ფრაიბურგისგან (პირველ ტურში). ბაიერნთან შეხვედრაში წარუმატებლობის შემთხვევაში ეს გუნდისთვის ანტირეკორდის ტოლფასი იქნება.


28-11-2020