სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ზანე 100%-ით მზად არის. ძალიან ეფექტურად თამაშობს. მაგრამ ზალცბურგთან შეხვედრაში, რამდენჯერმე ბურთი დაკარგა და ართმევაში პასიურად გამოიყურებოდა. ყველაფერს მიზეზები გააჩნია, ამის შესახებ ვისაუბრეთ. მომდევნო შეხვედრებში უკეთესი თამაშის დემონსტრირებას ეცდება. გასაგებია, რომ რაღაც დროის პერიოდი დასჭირდება. ამას მიიღებს. ჩვენ მისი თამაშით კმაყოფილები ვართ".

"ბურთის ფლობის დროს შეცდომებს ხშირად ვუშვებთ. ამის გაუმჯობესება გვმართებს. ბურთის დაკარგვის დროს მეტოქეზე უფრო დიდი ზეწოლის მოხდენა გვმართებს. ეს მხოლოდ გუნდური თამაშის ხარჯზე ხდება. ყველამ დაცვაში უნდა იშრომოს. იგივე ეხება შეტევასაც. მაგრამ შეხვედრებს ვიგებთ, რაც უმთავრესია. ახლა სავარჯიშო პროცესს დიდ დროს ვერ ვუთმობთ, რადგანაც დროის დეფიციტი გაგვაჩნია. ყველაფერს მატჩების ანალიზის დროს განვიხილავთ".

"ზულეს ბედს დასკვნითი ვარჯიშის შემდემ გადავწყვიტავ. სამწვრთნელო შტაბს მასთან რამდენიმე სათამაშო მომენტის გავარჯიშება სურს. მშვიდად ვართ განწყობილნი. ნიკლასი დროს მიიღებს. უმაღლესი დონის ფეხბურთელია. მაგრამ პოტენციალის რეალიზაციისთვის მას კარგი ფიზიკური კონდიციები სჭირდება".

"ტანგის ბედს ასევე დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტავ. მან კარგ პროგრესს მიაღწია, მაგრამ 100%-ით მზად ჯერ არ არის. უმაღლესი დონის ახალგაზრდა ფეხბურთელია. დიდი პოტენციალი აქვს. მინდორზე მის დაბრუნებას ყველანი ველოდებით. მაგრამ ზუსტ თარიღს ჯერ ვერ დავაკონკრეტებ".

"პავარმა მცირეა ტრავმა მიიღო, მაგრამ მატჩის განაცხადში იქნება. ტოლისო განაცხადში შევა, ხუთშაბათს კარგად ივარჯიშა".

"კომუნიკაციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ფეხბურთელებთან ხშირად ვსაუბრობთ. რა თქმა უნდა, ამა თუ იმ თემაზე ხანდახან განსხვავებული მოსაზრება გაგვაჩნია. ეს ნორმალური მოვლენაა. მთავარია, რომ საბოლოოდ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ".

"დიახ, მატჩების რთული განრიგი გვაქვს. მაგრამ სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ძალიან კარგი შემადგენლობა გვყავს. ჰასანმა კარგად იმუშავა. ტრავმირებული ფეხბურთელების ჩანაცვლება შეგვიძლია. გამარჯვებების მოპოვება და საკუთარი გზის გაგრძელება გვსურს. წარმატებებს მხოლოდ ის გუნდი აღწევს, რომელსაც შექმნის სიტუაციასთან შეგუება შეუძლია".

"შტუტგარტი ძალიან კარგი გუნდია, რომლის შემადგენლობაში სწრაფი ფეხბურთელები გამოდიან. ბურთების უმრავლესობა სწრაფი კონტრშეტევების შემდეგ გაიტანეს. რა თქმა უნდა, რთული მატჩის მოლოდინში ვიმყოფებით".


27-11-2020