სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნში ნიკო კოვაჩმა სასტარტო 7 შეხვედრაში 7 გამარჯვება მოიპოვა. კიდევ ერთი გამარჯვების შემთხვევაში ხორვატი მწვრთნელი ისტორიაში შევა. ზედიზედ 8 გამარჯვება მხოლოდ კარლო ანჩელოტის ჰქონდა მოპოვებული. ოფიციალური საიტი აუგსბურგთან მატჩის წინ სტატისტიკას წარმოადგენს.

ოქტობერფესტის განმავლობაში ბაიერნი დაუმარცხებელია. წაუგებელი სერია უკვე 16 მატჩს შეადგენს (14 გამარჯვება და 2 ფრე). ბურთების შეფარდება, 51:7. უკანასკნელად, ოქტობერფესტის დროს, რეკორდმაისტერი ზუსტად 8 წლის წინ 2010 წლის 25 სექტემბერს მაინცთან ანგარიშით 1:2 წააგო. მაშინ მიუნხენურ კლუბს ლუი ვან გაალი წვრთნიდა.

პირველ ბუნდესლიგაში აუგსბურგი 2011 წლიდან ასპარეზობს. საღამოს ჩემპიონატის ფარგლებში მე-15 დუელი შედგება. ბაიერნმა 12 გამარჯვება მოიპოვა და ორჯერ დამარცხდა. ორივე წაგება გუნდმა უკვე ჩემპიონის სტატუსში იწვნია. უკანასკნელი მატჩი ბაიერნის გამარჯვებით ანგარიშით 4:1 დასრულდა. ამ შეხვედრაში მიუნხენელებმა ზედიზედ მეექვსე ჩემპიონის ტიტული გაიფორმეს. აუგსბურგთან გასულ მატჩებში ბაიერნი საშუალოდ 2.57 ქულას აგროვებდა.

ლევანდოვსკის აუგსბურგის კარების აღება ძალიან უყვარს. აპრილში ჩატარებულ შეხვედრაში პოლონელს მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ წინა 4 შეხვედრაში ფორვარდმა 9 ბურთის გატანა მოახერხა! საკუთარი კარიერის განმავლობაში, ბუნდესლიგის ფარგლებში, 30 წლის ფორვარდმა აუგსბურგის წინააღმდეგ 13 გამართულ მატჩში 18 გოლი მიითვალა. ეს რობერტ ლევანდოვსკისთვის პირად რეკორდს წარმოადგენს.


25-09-2018