სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მერვედფინალში გავიდა!

პირველი 45 წუთი თანაბარ ბრძოლაში წარიმართა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ. ავსტრიელებმა საკუთარი შანსები ვერ გამოიყენეს. ტაიმის მიწურულს ლევანდოვსკიმ თავისი ბურთი შეაგდო. მიულერის დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი ცუდად მოიგერია, პოლონელი დამატებაზე პირველი აღმოჩნდა, 1:0! მანამდე კარგი დარტყმა გნაბრიმ განახორციელა, მაგრამ ბურთი კარებს ოდნავ ასცდა. ნოიერმა ბაიერნი რამდენჯერმე გადაარჩინა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარში რეკორდმაისტერმა წარმატება განავითარა. კომანის დარტყმის შემდეგ ავსტრიელმა ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა, 2:0. შემდეგ ფრანგის ჩაწოდების შემდეგ ზანემ თაური დარტყმით ზალცბურგის კარები დალაშქრა, 3:0. ნოიერმა გრანდიოზული სეივები შეასრულა, მაგრამ რამდენიმე წუთში ავსტრიელებმა ერთი გოლი მაინც მიითვალეს. ჩემი აზრით, ოფსაიდიდან, 3:1. აღსანიშნავია, რომ როკამ ორი ყვითელი ბარათი მიიღო და მას მინდვრის დატოვება მოუწია.

ბაიერნმა მერვედფინალში საგზური მოიპოვა და ასევე ჯგუფში წინასწარ პირველი ადგილი დაიკავა!


26-11-2020