სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"მერვედფინალში გასვლა ჩვენთვის ხვალ დასახული მიზანი იქნება. მაგრამ ეს რთული ამოცანა იქნება. ზალცბურგს მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა შეუძლია. ბურთსაც კარგად ფლობენ".

"იმედი მაქვს, რომ ლიუკა ერნანდეზი თამაშს შეძლებს. ტოლისო და ზარრი სათამაშოდ მზად ჯერ არ არიან".

"მარკ როკას და ხავი მარტინეზის სახით ორი ფეხბურთელი გვყავს, რომლებსაც ექვსიანის პოზიციაზე გამოსვლა შეუძლიათ. ბრემენის წინააღმდეგ შეხვედრაში ერთი საყრდენი დავაყენეთ. მნიშვნელოვანია, რომ ამ ზონაში მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა და ბურთების ართმევა შევძლოთ".

"ზულე 8 დღე კარანტინში იმყოფებოდა. შემდეგ მხოლოდ ერთი ვარჯიში ჩაატარა და ნაკრების ბანაკში გაემგზავრა. მანდ ვარჯიშები არც ისე ინტენსიურია, ეს ჩემი გამოცდილებიდან ვიცი. შესაბამისად, ნიკლასმა ფიზიკური კონდიციები უნდა დაიბრუნოს. ხვალინდელი შეხვედრის განაცხადში მას არ შევიყვან. იმედი გვაქვს, რომ უქმეებისთვის სათამაშოდ მზად იქნება".

"ზალცბურგს პატივს ვცემთ. მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. ვიცით, რომ რთული შეხვედრა იქნება. მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ფეხბურთელმა საკუთარი მაქსიმუმი აჩვენოს. გუნდისთვის ბოლომდე დაიხარჯოს. ამ შემთხვევაში ჩვენზე გამარჯვების მოპოვება რთული იქნება".


24-11-2020