სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში რობერტ ლევანდოვსკის აქტივში 70 გოლია. პოლონელი ერთი გოლით რაულს ჩამორჩება. ბურთის გატანის შემთხვევაში ბაიერნის თავდასხმელი ტურნირის საუკეთესო ბომბარდირების სამეულში შევა.

წარმოუდგენელი სერია! წინა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებიდან დაწყებული ბაიერნმა ზედიზედ 14 მატჩი მოიგო, რაც ტურნირის რეკორდია! ზალცბურგთან შეხვედრაში გამარჯვების მოპოვების შემთხვევაში რეკორდმაისტერი ატლეტიკოს მაჩვენებელს გაიმეორებს - 15 მოგებული მატჩი ევროთასების ფარგლებში (2011 წლის 3 ნოემბრიდან - 2012 წლის 25 ოქტომბრამდე).

წარსულში ბაიერნმა შინ ავსტრიული გუნდების წინააღმდეგ ოთხჯერ ითამაშა. მიუნხენელებმა ყველა ის მატჩი მოიგეს, საერთო ანგარიშით - 11:2. ევროთასებზე რეკორდმაისტერის სტატისტიკა ავსტრიული გუნდების წინააღმდეგ შემდეგია: 6 გამარჯვება, 2 ფრე და მარცხი.

ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნმა ფლიქის ხელმძღვანელობით ყველა 11 მატჩი მოიგო და ამ შეხვედრებში 42 ბურთი გაიტანა (საშუალოდ 3,8 გოლი ერთ მატჩში). არც ერთ მწვრთნელს, რომელსაც ტურნირში მინიმუმ 5 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ესეთი მაჩვენებლისთვის ჯერ არ მიუღწევია.

სტატისტიკას რომ დავხედოთ, ოთხშაბათს საღამოს ბურთები აუცილებლად გავა. მიმდინარე ტურნირის მატჩებში, რომლებშიც ბაიერნმა და ზალცბურგმა მონაწილეობა მიიღეს, საშუალოდ შეხვედრაში 4,8 გოლი გადიოდა.


24-11-2020