სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი ზალცბურგისთვის ემზადება

ორშაბათი ჰანზი ფლიქმა დასვენების დღედ გამოაცხადა, მაგრამ ამის მიუხედავად რამდენიმე ფეხბურთელმა ზებენერ შტრასეზე მაინც ივარჯიშა, წერს fcb.de

გნაბრი, ზულე და ტანგი დარტყმებს ავარჯიშებდნენ. ბრემენთან დაკარგულმა ქულებმა ბაიერნელებზე არ იმოქმედეს. ვარჯიშმა, როგორც ყოველთვის, ძალიან ინტენსიურად და მაღალ დონეზე ჩაიარა. მიუნხენელები ზალცბურგთან შეხვედრას დიდი მოლოდინით ელიან.

ტოლისო და ზარრი ინდივიდუალური პროგრამით მუშაობდნენ. ბრემენთან შეხვედრა ორივემ კუნთებთან დაკავშირებული პრობლემების გამო გამოტოვეს. ხავი მარტინეზი სირბილით შემოიფარგლა.


24-11-2020