სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

აუგენთალერი: "ჩემპიონატში ბაიერნს კონკურენტი არ ჰყავს"

"ნიკო კოვაჩის წინ ქედს ვიხრი. ძალიან კარგი გუნდი შექმნა. ყველა შეხვედრაში ფეხბურთელები მხოლოდ გამარჯვების მოპოვებაზე ფიქრობენ. ძირითადი შემადგენლობის 18-20 მოთამაშე ჰყავს, რომლებიც სხვა ნებისმიერ გუნდს უპრობლემოდ გააძლიერებდნენ. ჩემს დროს 12-13 ფეხბურთელი თუ დაგროვდებოდა. საუკეთესო თამაშის დემონსტრირების შემთხვევაში ბაიერნს წარმატებული სეზონი ელოდება. ჩემპიონატში მიუნხენელებს კონკურენტი არ ჰყავს. შალკეს 0 ქულა აქვს, ლევერკუზენმა მხოლოდ 3 დააგროვა. 4 ტურის შემდეგ დორტმუნდი ბაიერნს უკვე 4 ქულით ჩამორჩება. კოვაჩისთვის ცნობილია, რომ ვერცხლის სინი აუცილებლად უნდა მოიპოვოს. მაგრამ სეზონი მხოლოდ ჩემპიონატის მოგებით არ შეფასდება. ბევრი რამ ჩემპიონთა ლიგაში გამოსვლებზე იქნება დამოკიდებული. ეს ტურნირი ბაიერნმა შთამბეჭდავად დაიწყო", განაცხადა კლაუს აუგენთალერმა.


25-09-2018