სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბრემენმა მიუნხენიდან ქულა წაიღო

პირველი 10 წუთი ბაიერნის უპირატესობით წარიმართა. მიუნხენელებმა რამდენიმე სახიფათო შეტევა განახორციელეს, მაგრამ ბურთი ვერ შეაგდეს. ანგარიშის გახსნა ბრემენს შეეძლო, მაგრამ ნოიერმა ორი ძალიან შესანიშნავი "სეივი" შეასრულა. მორიგი ტრავმა ერნანდეზმა მიიღო, ფრანგმა მცველმა მინდორი მხოლოდ ექიმების დახმარებით დატოვა. სამწუხაროდ, ტაიმის მიწურულს "მუსიკოსებმა" ბურთი გაიტანეს. მარტინეზმა სარჯენტი ვერ დახურა, რომელმაც ეგეშტაინზე გადაცემა შეასრულა. ბრემენის შემტევმა ნოიერისგან შორეული კუთხე დალაშქრა, 0:1...

მეორე ნახევარი ბრემენის ერთი-ერთზე გასვლით დაიწყო, მაგრამ ბაიერნი ბოატენგმა გადაარჩინა. რიკოშეტის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. დარტყმა კოსტამ შეასრულა. გოლი მწიფდებოდა და 61-ე წუთზე გორეცკას ჩაწოდების შემდეგ კომანმა თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:1. 85-ე წუთზე ზანეს გადაცემის შემდეგ ჩუპო მოტინგმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარებს ზემოდან ააცილა... მატჩის მიწურულს გუნდი ისევ ნოიერმა გადაარჩინა. ბრემენმა მიუნხენიდან ქულა წაიღო.


21-11-2020