სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

დიდი ხნის განმავლობაში დუელები ბაიერნსა და ბრემენს შორის თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო წლებში რეკორდმაისტერმა დიდი უპირატესობა მოიპოვა. მიუნხენელებმა მეტოქეს ბუნდესლიგის უკანასკნელი 19 შეხვედრა მოუგეს. საერთო ჯამში ბაიერნს ორჯერ მეტი გამარჯვება აქვს (57) ვიდრე მარცხი (26).

ყველა ტურნირის ჩათვლით მიუნხენელებს "მუსიკოსებთან" 27 შეხვედრის განმავლობაში არ წაუგიათ: 24 მოგება და 3 ფრე, ბურთები - 84:17. უკანასკნელად ბრემენმა გამარჯვება 2008 წლის სექტემბერში ალიანც არენაზე მოიპოვა - 2:5.

რეკორდმაისტერმა ჰანზი ფლიქის ხელმძღვანელობით უკანასკნელი 34 შეხვედრიდან 33 მოიგო. ბაიერნს მხოლოდ ერთი მარცხი აქვს - მეორე ტურში ჰოფენჰაიმთან (1:4). რეკორდმაისტერის წაუგებელი სერია 10 მატჩს შეიცავს.

ჰანზი ფლიქისთვის ვერდერის წინააღმდეგ შეხვედრა საიუბილეო 50-ე იქნება. გასული მატჩების სტატისტიკა შემდეგია: 45 გამარჯვება, ფრე და 3 მარცხი. საღამოს შედეგის მიუხედავად, უნდა ითქვას, რომ არც ერთ სხვა მწვრთნელს 50 მატჩის შემდეგ ამდენი გამარჯვება არ მოუპოვებია.

საღამოს მანუელ ნოიერი ბაიერნის მაისურში საიუბილეო 400-ე მატჩს გამართავს. იმ შემთხვევაში თუ კაპიტანი გოლს არ გაუშვებს, ეს მისთვის გერმანიის ჩემპიონატებში 196-ე "მშრალი" შეხვედრა იქნება და ამ მაჩვენებლით მანუ ოლივერ კანს დაეწევა.

რობერტ ლევანდოვსკის ბრემენის წინააღმდეგ ჩატარებულ 16 შეხვედრაში 19 გატანილი ბურთი აქვს. უკანასკნელი გოლი, რომელმაც პოლონელმა ივნისში "მუსიკოსებთან" მიითვალა, ბაიერნს ზედიზედ მერვე სინი მოუტანა. ამ მომენტისთვის რობერტს 7 ტურის შემდეგ 11 გატანილი ბურთი აქვს, პოლონელმა წინა სეზონის საკუთარი მაჩვენებელი გაიმეორა. აღსანიშნავია, რომ თავდასხმელს ორი ბურთით მეტი აქვს გატანილი, ვიდრე მთელ ვერდერს (9 გოლი).

მიმდინარე ჩემპიონატში ფლორიან კოფელდტის გუნდი უკვე 6 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. აქედან უკანასკნელი 4 შეხვედრა "მუსიკოსებს" ანგარიშით 1:1 აქვთ დამთავრებული. ბუნდესლიგის ისტორიაში ამ ანგარიშით უფრო მეტჯერ მხოლოდ ლევერკუზენს აქვს შეხვედრები დამთავრებული. 1980/81 წწ. ბაიერმა ფრედ 1:1 ზედიზედ ხუთჯერ ითამაშა.


21-11-2020