სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ნაკრების ფეხბურთელების კონდიციებით აღფრთოვანებული ვარ. დასკვნით ვარჯიშზე ყველა კარგად გამოიყურებოდა. ინტენსიურად და მაღალ დონეზე მოქმედებდნენ, რაც ჩვენთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. ბრემენის წინააღმდეგ მატჩისთვის მზად ვართ".

"ნაკრების მატჩს ვუყურე. რა თქმა უნდა, თამაშით დამწუხრებული დავრჩი. მაგრამ ფეხბურთში ესეთი განადგურება შესაძლებელია. აქედან გაკვეთილის გამოტანა იქნება საჭირო, მაგრამ ეს ჩემი ამოცანა არ არის. დღევანდელი დღით ვცხოვრობ, სხვაგან სამსახურს არ ვეძებ".

"ტანგი მატჩის განაცხადში შევა. საკუთარ ფუნქციებს კარგად ასრულებს. კარგ გზას ადგას. ვნახოთ, მომდევნო კვირების განმავლობაში როგორ ითამაშებს".

"როკამ გასული ორი კვირა სასარგებლოდ გამოიყენა. კარგად ვარჯიშობდა. მარკით კმაყოფილი ვარ. როკა მატჩის განაცხადში ასევე შევა".

"ნახევარდაცვის ხაზში ვარიანტების ნაკლებობა გვაქვს, რადგანაც ტრავმების გამო კიმიხი და ტოლისო გამოგვაკლდნენ. რაღაც მოსაზრებები გამაჩნია, მაგრამ ჯერ არ გავახმოვანებ".

"ბრემენმა ნაკრებებში მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელი გაუშვა. მატჩისთვის მოსამზადებლად ორი კვირა ჰქონდათ. ტაქტიკურად კარგად გამოიყურებიან, ჩვენთვის სირთულეების შექმნას ეცდებიან. მეტოქე თავს კომპაქტურად იცავს, დაცვიდან შეტევაზე სწრაფად გადადის. ბრემენისგან ზუსტად ამას ველოდებით".

"მნიშვნელოვანია, რომ კლუბსა და ფეხბურთელებს შორის კარგი კომუნიკაცია არსებობდეს. დანარჩენზე მე გავლენას ვერ მოვახდენ. ბოატენგისთვის ჩემი პოზიცია ცნობილია. ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია. მან შთამბეჭდავი თამაში აჩვენა. ტრიპლეტი მეორედ მოიგო. ეს წარმატება ბევრზე მეტყველებს".

"ტოლისოს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ვნახოთ ოთხშაბათისთვის მწყობრში ჩადგომას თუ მოასწრებს".


20-11-2020