სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი თებერვალში გაიმართება

საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი სტარტს 2021 წლის 1 თებერვალს აიღებს. ბაიერნი ტურნირში 8 თებერვალს ნახევარფინალური სტადიიდან ჩაერთვევა. ფინალი 11 თებერვალს გათამაშდება.

"ტურნირის მოლოდინში ვიმყოფებით. საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობა და რა თქმა უნდა ტურნირის მოგება გვსურს", თქვა ჰანზი ფლიქმა.

"2013 წელს საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი უკვე მოვიგეთ. განსაკუთრებული ტიტულია, რადგანაც მისი მოგება მხოლოდ ჩემპიონთა ლიგაში გამარჯვების შემდეგ არის შესაძლებელი. წარმატების მისაღწევად ყველა ძალას დავხარჯავთ. 2013 წლის გამეორება ძალიან მსურს", აღნიშნა მანუელ ნოიერმა.

"სექსტეტის გაფორმება გვსურს. ჩემპიონთა ლიგის, ბუნდესლიგის, გერმანიის თასის, გერმანიის სუპერთასის და ევროპის სუპერთასის შემდეგ მეექვეს ტურნირის მოგება გვსურს", განაცხადა თომას მიულერმა.


18-11-2020