სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებებში

ერთა ლიგის ჯგუფური სტადიის მეხუთე ტურში პოლონეთის ნაკრები იტალიასთან ანგარიშით 0:2 დამარცხდა. 90 წუთის განმავლობაში რობერტ ლევანდოვსკის საგოლე მომენტი თითქმის არ ჰქონია. ამ მარცხმა პოლონეთი რთულ სიტუაციაში ჩააყენა. ლევანდოვსკის და კომპანიას ტურნირის ნახევარფინალში გასვლა შანსები თითქმის არ აქვთ.

ავსტრიის ნაკრებმა შინ ჩრდ. ირლანდიას ანგარიშით 2:1 სძლია. პირველი ბურთი სტუმრებმა შეაგდეს, მაგრამ შაუბმა და გრბიჩმა მასპინძლებს მნიშვნელოვანი 3 ქულა მოუტანეს. დავიდ ალაბამ სრული მატჩი ჩაატარა. დასკვნით ტურში ავსტრიას A დივიზიონში გასასვლელად ქულაც ეყოფა.


17-11-2020