სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნელები ნაკრებებში

უკრაინასთან შეხვედრაში გერმანიის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში 5 ბაიერნელი გამოვიდა. ზანემ ბურთი შეაგდო, გორეცკამ ორი საგოლე გადაცემა მიითვალა, ნოიერი მატჩების რაოდენობით მაიერს დაეწია (95 თამაში) და შემდეგ შეხვედრაში ზეპის რეკორდის მოხსნას შეძლებს. ზულე და გნაბრი მინდორზე არ დაიკარგნენ. გერმანიამ უკრაინას ანგარიშით 3:1 მოუგო და სევილიაში მატჩის წინ ჯგუფის ლიდერი გახდა. სამშაბათს საღამოს ლიოვის შეგირდებს პირველი ადგილის შესანარჩუნებლად ესპანეთთან ფრეც აწყობს.

გასვლაზე ფრანგებმა პორტუგალია ანგარიშით 1:0 დაამარცხეს. ლიუკა ერნანდეზი, ბენჟამენ პავარი და კინგზლი კომანი სასტარტო შემადგენლობაში გამოვიდნენ, კოკო ტოლისომ მატჩი გამოტოვა.

U21 ასაკობრივ ნაკრებში ჯამალ მუსიალამ დებიუტი იზეიმა. 17 წლის ფეხბურთელი ანდორასთან შეხვედრაში მინდორზე 72-ე წუთზე გამოვიდა.


15-11-2020