სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ 3 ქულა მოიპოვა

მატჩი მანშაფტის შეტევებით დაიწყო. ლიოვის შეგირდებმა რამდენიმე მომენტი შექმნეს. ერთ ეპიზოდში დასკვნითი დარტყმის შესრულება გორეცკას ვერ გამოუვიდა. ლიოვის შეგირდების უპირატესობის მიუხედავად, შეხვედრაში ანგარიში უკრაინელებმა გახსნეს. ერთ-ერთი კონტრშეტევის დროს ახლო დისტანციიდან ნოიერის კარები იარემჩუკმა დალაშქრა. ამის შემდეგ მეტოქეს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ დასკვნითი გადაცემა ვერ გამოუვიდათ. გერმანელებმა ინიციატივა ისევ ხელთ იგდეს და ჯერ ზანემ და შემდეგ ვერნერმა ორი ბურთი გაიტანეს. ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემები ლეონ გორეცკამ შეასრულა, 2:1. შესვენებაზე მეტოქეები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარში ვერნერმა მესამე ბურთი გაიტანა და დუბლი შეასრულა. აღსანიშნავია, რომ უკრაინელებმა ბურთი ძელს სამჯერ გაარტყეს.

სამშაბათს მანშაფტი ესპანეთს დაუპირისპირდება. ლიოვის შეგირდები სტუმრად ჯგუფის ლიდერის სტატუსში ითამაშებენ, რადგანაც რამოსმა და კომპანიამ შვეიცარიაში მხოლოდ ქულა მოიპოვეს.


15-11-2020