სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის მორიგი ჯილდო

სპორტულმა საიტმა Goal.com-მა რობერტ ლევანდოვსკი წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა, წერს fcb.de. გამოკითხვაში ბაიერნის თავდასხმელმა კევინ დე ბროინეს და ლიონელ მესის აჯობა.

საუკეთესო 25 ფეხბურთელში ერთბაშად 6 ბაიერნელი შევიდა: თომას მიულერი (მე-9 ადგილი), იოზუა კიმიხი (11), სერჟ გნაბრი (16), ალფონსო დეივისი (20) და მანუელ ნოიერი (21).

"ესეთ პრემიებს ჩემთვის დიდი მნიშვნელობა აქვთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთი - სპორტის გუნდური სახეობაა, მაგრამ ეს ტიტულები იმას გვიჩვენებენ, რომ ყოველდღიურ შრომას წარმატებები მოაქვს. სანამ ფეხბურთს თამაშობ მოტივაციის ნაკლებობა არ უნდა გქონდეს. მწვერვალზე ასვლა რთულია, მაგრამ მანდ დარჩენა უფრო რთულია. კარიერის ბოლოს მოპოვებული ტიტულებით ისიამოვნებ", განაცხადა რობერტ ლევანდოვსკიმ.


12-11-2020