სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გერმანიამ წელს პირველი საშინაო მატჩი მოიგო

ლიოვმა ძალიან ექსპერიმენტალური შემადგენლობა დააყენა. სასტარტოში დებიუტანტები ბაკუ და მაქსი გამოჩნდნენ. პირველი 45 წუთის განმავლობაში ორივე ფეხბურთელი საკმაოდ აქტიურები იყვნენ. მაქსმა ვალდშმიდტზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა. მანშაფტს კიდევ 2 საგოლე მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბრანდტმა და ამირიმ თავისი შანსები ვერ გამოიყენეს. ჩეხებმა მხოლოდ ნახევარმომენტები შექმნეს, მაგრამ ტრაპი ადგილზე იყო. შესვენებაზე გერმანია მცირე უპირატესობით გავიდა.


მეორე ნახევარში მომენტები ორი ნაკრებს ჰქონდა. ნოიჰაუზმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მეკარე უძლური იქნებოდა. კევინ ტრაპმა ერთ ეპიზოდში მანშაფტი აშკარა გოლს გადაარჩინა. მეკარემ ახლო დისტანციიდან მეტოქის თაური დარტყმა მოიგერია.

ნაკრებმა გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ თამაში ბევრს კითხვას აჩენს.


12-11-2020