სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის მორიგი იუბილე

იუბილეს აღნიშვნა ესე უნდა! რობერტ ლევანდოვსკისთვის ბაიერნის მაისურში დორტმუნდის წინააღმდეგ მატჩი საიუბილეო 300-ე აღმოჩნდა. გასულ შეხვედრაში პოლონელმა Der Klassiker-ის ფარგლებში თავისი 24-ე ბურთი გაიტანა. აქედან 19 გოლი რობერტმა რეკორდმაისტერის რიგებში მიითვალა. შაბათს საღამოს ლევანდოვსკიმ 3 ბურთი გაიტანა, მაგრამ ორი გოლი ოფსაიდის გამო გააუქმეს. ამ წუთისთვის თავდასხმელს ბაიერნის მაისურში 259 გოლი დაუგროვდა. ამას დამატებული გასულ Der Klassiker-ში რობერტმა ზანეზე შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

მეორე ტაიმის დებიუტში ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით ბაიერნი წინ გაიყვანა - 2:1! 7 ტურის შემდეგ ლევანდოვსკის 11 გოლი დაუგროვდა. წარსულში იგივე შედეგი თვითონ პოლონელს ეკუთვნის. გასულ ჩემპიონატში რობერტმა 34 გოლი მიითვალა. უკეთესი შედეგი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს აქვს - 1971/72 წწ. 40 გოლი.


08-11-2020