სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა დორტმუნდი ისევ დაჩაგრა!

მშვენიერი შეხვედრის მომსწრენი გავხდით. მატჩი ყველაფერს შეიცავდა - ულამაზესს გოლებს, მეკარეების სეივებს, გაფრთხილებებს, გამოუყენებელ მომენტებს და სამწუხაროდ ტრავმასაც.

პირველ ტაიმში თანაბარი ბრძოლა იყო. კარგი მომენტები ჰალანს, ლევანდოვსკის, გნაბრის, როისს და ა.შ. ჰქონდათ. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 1:1 გავიდნენ. შეხვედრაში პირველი ბურთი ლევანდოვსკიმ გაიტანა, მაგრამ VAR-ის დახმარების შემდეგ არბიტრმა გოლი ოფსაიდის გამო არ ჩათვალა.

მატჩში ანგარიში როისმა გახსნა. დორტმუნდის კაპიტანი საჯარიმოში უმეთვალყურეოთ დატოვეს, მარკომ კარებში ბურთი ერთი შეხებით გადააგზავნა. ნოიერი უძლური აღმოჩნდა.

ტაიმის მიწურულს ბაიერნმა სახიფათო სტანდარტის შესრულების შესაძლებლობა მიიღო, რომლის შემდეგ ალაბამ ბურკის კარები დალაშქრა, 1:1. აღსანიშნავია, რომ შეხვედრის განმავლობაში შვეიცარიელმა მეკარემ გუნდი არაერთხელ გადაარჩინა.

მეორე ტაიმის დებიუტში ლევანდოვსკიმ თავისი ბურთი მაინც შეაგდო. ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ პოლონელმა საჰაერო დუელი თვით მატს ჰუმელსს მოუგო და ბურთი მეკარესგან შორეულ კუთხეში გადააგზავნა.

რამდენიმე კარგი მომენტი ჰალანს ჰქონდა, მაგრამ ნორვეგიელს სიზუსტემ უმტკუნა. თავდასხმელმა მოგვიანებით თავისას მაინც მიაღწია, მაგრამ მანამდე შეცვლაზე შემოსულმა ზანემ მშვენიერი დრიბლინგის შემდეგ ანგარიში 1:3-მდე გაზარდა!

როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჰალანმა ბურთი მაინც შეაგდო. ნორვეგიელი ერთი ერთზე გაიყვანეს, რომლის შემდეგ თავდასხმელმა ახლო დუელში ნოიერს აჯობა - 2:3...

ფინალურ სასტვენამდე ანგარიში არ შეცვლილა. მაგრამ მატჩის დასრულებამდე ლევანდოვსკიმ კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, რომელიც ისევ VAR-ის დახმარების შემდეგ ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა.

ბაიერნმა მორიგი Der Klassiker-ი მოიგო და სანაკრებო პაუზაზე ლიდერის რანგში გავიდა. 21 ნოემბერს ალიანც არენაზე რეკორდმაისტერი ბრემენს უმასპინძლებს.


08-11-2020