სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში ბაიერნი დორტმუნდს 103-ედ შეხვდება. რეკორდმაისტერმა მეტოქეს 48 მატჩი მოუგო და 29-ჯერ ფრე დაფიქსირდა. უკანასკნელი 7 შეხვედრიდან 6-ში ბაიერნმა დორტმუნდი დაამარცხა (ყვითლებმა მხოლოდ ერთი მატჩი მოიგეს, 2018 წლის ნოემბერში).

სატურნირო ცხრილის ლიდერის სტატუსში ბაიერნი მდევრებთან 8 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. უკანასკნელად რეკორდმაისტერი ვოლფსბურგთან წააგო (2015 წლის იანვარში - 1:4).

მიმდინარე ჩემპიონატში დორტმუნდმა მხოლოდ 2 ბურთი გაუშვა. 6 შეხვედრიდან 5-ში ფავრის შეგირდებს გოლი საკუთარ კარებში არ მიუღიათ. ახლა დორტმუნდს სერიოზული გამოცდის ჩაბარება ელის, რადგანაც ბაიერნს პირველ 6 ტურში 24 ბურთი აქვს გატანილი. მიუნხენელებს ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო შედეგი აქვთ.


გასვლით მატჩებში ბაიერნი საკმაოდ შედეგიანია: 2019/20 წწ. სეზონიდან დაწყებული რეკორდმაისტერი ყოველ 20 შეხვედრაში ბურთს იტანდა. იმ შემთხვევაში, თუ გერმანიის მრავალგზის ჩემპიონი საღამოს ბურთს შეაგდებს, ეს დორტმუნდისთვის პირველი გოლი იქნება, რომელიც გუნდმა მიმდინარე ჩემპიონატში სიგნალ იდუნაზე გაუშვა.

2019 წლის 9 ნოემბერს ბაიერნმა დორტმუნდი ანგარიშით 4:0 გაანადგურა. ჰანზი ფლიქს მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა!

2014 წლის დაწყებული, როდესაც ლევანდოვსკი ბაიერნში გადაბარგდა, პოლონელი თავის ყოფილ კლუბს 12-ჯერ დაუპირისპირდა. ამ შეხვედრებში რობერტმა "ყვითლების" კარები 16-ჯერ დალაშქრა. უკანასკნელ 7 მატჩში თავდასხმელმა 12 ბურთის გატანა მოახერხა. საერთო ჯამში ლევანდოვსკიმ დორტმუნდს 21 ჩატარებულ შეხვედრაში 18 გოლი გაუტანა. ბაიერნის მაისურში პოლონელს არც ერთ სხვა გუნდისთვის ამდენი ბურთი არ გაუტანია.

უკანასკნელი 42 შეხვედრიდან ბაიერნი მხოლოდ ერთხელ დამარცხდა. ეს სექტემბრის ბოლოს ჰოფენჰაიმთან მატჩში მოხდა (1:4). მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირის ჩათვლით რეკორდმაისტერმა ზედიზედ 9 გამარჯვება მოიპოვა. ეს სერია ბაიერნმა სუპერთასის მოგებით დაიწყო, სადაც დორტმუნდი დაამარცხა.


07-11-2020