სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"დორტმუნდს მშვენიერი გუნდი ჰყავს. ბუნდესლიგაში მათი დაცვა საუკეთესოა. დაცვიდან შეტევაზე წარმოუდგენლად კარგად გადადიან. დორტმუნდს სწრაფი ფეხბურთელები ჰყავს. სწორედ განლაგება გვმართებს. უკანა ხაზი უნდა დავაზღვიოთ. მატჩის დიდი მოლოდინი გამაჩნია. ჰოლანდი არ არის ერთადერთი ფეხბურთელი, რომლისთვისაც ყურადღების მიქცევა გმართებს. 100%-ით უნდა დავიხარჯოთ".

"გამარჯვების მოპოვება ჩვენთვი მთავარია. დორტმუნდთან შეხვედრაში შეცდომების მინიმუმამდე დაყვანა გვმართებს".

"ლეონ გორეცკამ ივარჯიშა. ვფიქრობთ, რომ თამაშს შეძლებს. ნიკლას ზულე და იოზუა ცირცზე მატჩის განაცხადში არ იქნებიან".

"გერმანული ფეხბურთის კლასიკა გველის. ყველა მოტივირებულია. ვიცით, რომ ამ შეხვედრას მთელმა მსოფლიომ უნდა უყუროს. ეს განსაკუთრებულ მოტივაციას გვძენს. საკუთარ ძალებში რწმენა გაგვაჩნია. გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს გავაკეთებთ".


06-11-2020