სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ნიკო კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები.

"ყველა ფეხბურთელი ტოლისოს, კომანის და რაფინიას გარდა მწყობრში არის. ალაბას და კიმიხს გადაღლილობა არ ეტყობათ. მშვენიერ ფიზიკურ კონდიციებში არიან".

"ადრე უკვე მაქვს ნათქვამი, რომ ვაგნერი შანსს მიიღებს. ზანდროს მომდევნო 4 შეხვედრაში აუცილებლად გამოვიყენებ".

"ხამესს ჩემგან კომპლიმენტები. უმაღლესი დონის ფეხბურთელია. გუნდისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს".

"ამ მომენტისთვის ძალიან ბედნიერი ვარ, რადგანაც ყველა ტურნირზე ბაიერნი მშვენივრად გამოდის"

"წინ 30 ტურის გამართვა გველის. სამწუხაროდ, ოდესღაც გუნდი დამარცხდება. პრესაში ბაიერნის დაუმარცხებლობაზე წავიკითხე. კოლეგებს ჩვენი შექებისთვის მადლობის გადახდა მსურს".

"ძალიან მკაცრი განრიგი გვაქვს, მაგრამ ოქტობერფესტს აუცილებლად ვესტუმრებით. ლუდს არ მივირთმევ. ჩემთან სახლში, რომ მოხვიდეთ ლუდს ვერ იპოვით" (იცინის).

"ნოიერს ჯანმრთელობასთან პრობლემები არ აწუხებს. მოხარული ვარ, რომ ყველა ვარჯიშს მშვენივრად ასრულებს. ვარჯიშებზე კატასავით ხტუნაობს".


24-09-2018