სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა

სამშაბათს საღამოს ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ზედიზედ მე-14 გამარჯვება იზეიმა. მიუნხენელებმა გასვლაზე ზალცბურგი გაანადგურეს - 6:2. ფლიქმა მწვრთნელის სტატუსში მე-11 გამარჯვება იზეიმა.

ჰანზი ფლიქის სამწვრთნელო პოსტზე დანიშვნის შემდეგ ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნმა სწრაფი გოლი პირველად გაუშვა. უკანასკნელად იგივე 2019 წლის ოქტომბერში ოლიმპიაქოსთან მატჩში მოხდა (3:2). მაშინ რეკორდმაისტერს კოვაჩი თავკაცობდა.

ზალცბურგის წინააღმდეგ შეხვედრა კიმიხისთვის ევროთასების ფარგლებში საიუბილეო 50-ე აღმოჩნდა (49 ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი სუპერთასზე). ამ მატჩებში იოზუამ 10 ბურთი შეაგდო. ჩემპიონთა ლიგაზე ნახევარმცველი მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა: უკანასკნელ 6 შეხვედრაში კიმიხმა მონაწილეობა გუნდის 9 გოლში მიიღო (2 გოლი და 7 ასისტი). ზალცბურგში მან ორი საგოლე გადაცემა მიითვალა.

21-ე წუთზე ლევანდოვსკიმ პენალტიდან ანგარიში გაათანაბრა. თავდასხმელმა უკანასკნელი 13 11-მეტრიანი დარტყმა გამოიყენა. ჩემპიონთა ლიგაზე პოლონელმა 12 პენალტი გაიტანა. მეორე ნახევარში ლევანდოვსკიმ დუბლი მიითვალა. უკანასკნელ 6 მატჩში რობერტმა 11 ბურთი შეაგდო.

ლიუკა ერნანდეზმა ბაიერნის მაისურში სადებიუტო ბურთი შეაგდო. ფრანგს ამისთვის 34 შეხვედრის ჩატარება მოუწია. ბოატენგმა გასვლით მატჩებში ბაიერნის რიგებში პირველი გოლი მიითვალა. სამშაბათს საღამოს მცველმა 1011 დღის განმავლობაში თავისი პირველი ბურთი გაიტანა. უკანასკნელად ჟერომმა გოლი 2018 წლის 27 იანვარს ჰოფენჰაინთან შეხვედრაში მიითვალა.

მეორე გატანილი ბურთის შემთხვევაში რეკორდმაისტერს ავტოგოლი დაეხმარა. 2020 წელს ასევე როგორც 2019 წელს ბაიერნის მეტოქეებმა ავტოგოლი ოთხჯერ შეაგდეს. უფრო ხშირად ეს მხოლოდ 2013 წელს მოხდა - 5 ავტოგოლი.


04-11-2020