სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ზალცბურგი გაანადგურა!

პირველი ტაიმი ძალიან დინამიური გამოდგა. ანგარიში ავსტრიელებმა გახსნეს. ბერიშას ბურთი ბოატენგისგან რიკოშეტის შემდეგ მიუვიდა. ალბანელმა ნოიერს შანსი არ დაუტოვა, 1:0...

რამდენიმე წუთში საჯარიმოში ერნანდეზი წააქციეს, მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ VAR-ის დახმარების შემდეგ 11-მეტრიანი გააუქმა. ამის შემდეგ კარგი მომენტები ლევანდოვსკის და გნაბრის ჰქონდათ, მაგრამ ავსტრიელები გადარჩნენ.

ტაიმის შუაში საჯარიმოში მიულერი წააქციეს. ამჯერად მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელმაც ლევანდოვსკიმ ცივსიხლიანად გამოიყენა, 1:1.

შესვენებამდე პოლონელს კიდევ ერთი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

ტაიმის მიწურულს მიულერის ძლიერი ჩაწოდების შემდეგ კრისტინსენმა ბურთი საკუთარ კარებში ჩაჭრა, 1:2! შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ნოიერის სეივით დაიწყო. ახლო მანძილიდან კაპიტანმა ავსტრიელი ფეხბურთელის დარტყმა კუთხურზე მოიგერია.

საშუალო დისტანციიდან გნაბრიმ გაისროლა, მეკარე ადგილზე იყო.

კინგზლი კომანმა ახლო დისტანციიდან ბურთი ხარიხას გაარტყა.

66' ზალცბურგმა ანგარიში გაათანაბრა, 2:2...

79' კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ბოატენგმა თაური დარტყმით კარებში გადააგზავნა, 2:3!!!

83' ზანემ ულამაზესი ბურთი შეაგდო. ვინგერმა ბურთი შორეულ ცხრიანში გაუშვა, 2:4!!!

88' მარტინეზის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით ბურთი მეკარესგან შორეულ კუთხეში გადააგზავნა, 2:5!

90' მატჩის მიწურულს ერნანდეზმა ზალცბურგი ბოლომდე გაანადგურა, 2:6!!!

მატჩი ამ ანგარიშით დასრულდა!


04-11-2020