სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

რთული დასაჯერებელია, მაგრამ ბაიერნი ხანგრძლივი ევროთასების ისტორიის მიუხედავად ზალცბურგს პირველად დაუპირისპირდება. ამავდროულად პირველი დუელი იქნება ავსტრიულ გუნდთან, რომელიც ვენის ფარგლებს გარეთ არის დისლოცირებული.

ევროთასებში რეკორდმაისტერი მხოლოდ 2 ავსრტრიულ გუნდს ეთამაშა - რაპიდს და აუსტრიას. ბაიერნის აქტივში 5 გამარჯვება და 2 ფრეა. ერთადერთი მარცხი მიუნხენელებმა რაპიდისგან იწვნიეს (1967 წლის თებერვალში).

ამ მომენტისთვის გათამაშების მოქმედ გამარჯვებულს ტურნირში ზედიზედ 13 გამარჯვება დაუგროვდა. 1992/93 წწ., როდესაც ჩემპიონთა ლიგა დაარსდა, არც ერთ სხვა გუნდს ამ შედეგისთვის არ მიუღწევია.

ბაიერნს გასვლაზე 14-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს (11 გამარჯვება და 3 ფრე). უფრო გრძელი სერიისთვის მხოლოდ მანჩესტერმა მიაღწია - 16 მატჩი (2007-10 წწ.).

სტატისტიკის მიხედვით, საღამოს შეხვედრებში გოლებს აუცილებლად ვიხილავთ.

ჩემპიონთა ლიგაზე ზალცბურგი მონაწილეობას მესამედ მიიღებს და ყოველ ჯერზე ავსტრიელებს თამაში ტურნირის მოქმედი გამარჯვებულის წინააღმდეგ უწევდა. 1993/94 წწ. - მილანთან, გასულ გათამაშებაში ლივერპულთან და ახლა ბაიერნთან.


03-11-2020