სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა

გოლის ავტორმა თომას მიულერმა ბუნდესლიგაში თავისი 260-ე გამარჯვება იზეიმა. ამ მაჩვენებლით შემტევმა ოლივერ კანის შედეგი გაიმეორა. ამის მისაღწევად მიულერს 357 შეხვედრის გამართვა მოუწია.

მიმდინარე ჩემპიონატის 6 ტურში ბაიერნმა 24 ბურთი გაიტანა, რაც ბუნდესლიგის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია.

უკანასკნელ 32 მატჩში რეკორდმაისტერი მინიმუმ ერთ ბურთს იტანდა. ბოლოს ბაიერნს ლაიპციგის კარების დალაშქვრა ვერ გამოუვიდა (2020 წლის თებერვალში, 0:0).

სერჟ გნაბრიმ კიოლნის წინააღმდეგ ჩატარებულ 6 შეხვედრაში 7 ბურთი გაიტანა. არც ერთი სხვა მეტოქისთვის ვინგერს უფრო მეტი ბურთი შეგდებული არ აქვს.

უკანასკნელი 8 მატჩიდან 7-ში კიმიხმა გუნდის საგოლე შეტევაში მონაწილეობა მიიღო (შედეგიანობის დემონსტრირება ნახევარმცველს მხოლოდ ჰერტასთან მატჩში ვერ გამოუვიდა).

2011 წლიდან დაწყებული ბაიერნმა კიოლნს 13 შეხვედრიდან 12 მოუგო (და ერთი ფრე).

მე-13 წუთზე მიულერმა პენალტიდან ანგარიში 1:0 გახადა. 2019 წლის მარტიდან ბაიერნმა 14 პენალტი გამოიყენა. მიულერმა 2015 წლის დეკემბრიდან თავისი პირველი 11-მეტრიანი გაიტანა. 6 ტურის შემდეგ გოლ+პასის სისტემით თომასს უკვე 8 ქულა დაუგროვდა (4 გოლი და 4 პასი).

ბუნდესლიგაში ხავი მარტინეზმა 150-ე შეხვედრა ჩაატარა. იუბილე პავარმაც აღნიშნა. გერმანიის ჩემპიონატებში ფრანგმა მცველმა 100-ე მატჩი ითამაშა, აქედან 37 ბაიერნის მაისურში ჩაატარა.


01-11-2020