სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გასული მატჩის ციფრები და რიცხვები

0 - მიმდინარე ჩემპიონატში ბაიერნს არც ერთი ქულა არ დაუკარგავს. შალკემ პირიქით ვერც ერთი ქულა ვერ დააგროვა;

4 - სამწვრთნელო კარიერაში პირველად ნიკო კოვაჩმა ბუნდესლიგის ზედიზედ 4 შეხვედრა მოიგო;

6 - რობერტ ლევანდოვსკიმ შალკეს წინააღმდეგ ბუნდესლიგის ზედიზედ მეექვსე მატჩში ბურთი გაიტანა;

17 - ბაიერნს შალკეს წინააღმდეგ 17-მატჩიანი წაუგებელი სერია დაუგროვდა. უკანასკნელად რეკორდმაისტერი "ხუმარებთან" 2011 წლის მარტში დამარცხდა;

27 - მიუნხენელებს ოქტობერფესტის განმავლობაში 27 შეხვედრის განმავლობაში არ წაუგიათ. ჩემპიონმა 21 მატჩი მოიგო და 6 ფრედ დაასრულა;

91 - შალკესთან შეხვედრაში რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი 21-ე პენალტი გამოიყენა. საერთო ჯამში პოლონელი 11-მეტრიან ნიშნულთან 23-ჯერ მიდიოდა. გამოყენებული პენალტების მაჩვენებელი 91,3% შეადგენს.


24-09-2018