სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიოლნიც დაეცა

პირველ წუთებზე კიოლნის უპირატესობის მიუხედავად, ბურთი ბაიერნმა შეაგდო. საჯარიმო მოედანში ბურთი ვოლფს ხელში მოხვდა. მიულერმა პენალტი ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:1.

აღსანიშნავია, რომ მიუნხენელები კიოლნში ლევანდოვსკის და გორეცკას გარეშე ჩავიდნენ. ფლიქმა მათ დასვენებისთვის პაუზა მისცა.

ტაიმის განმავლობაში მომენტები ორივე გუნდს ჰქონდათ, მაგრამ შესვენებაზე გასვლამდე თავისი შანსი რეკორდმაისტერმა გამოიყენა. მინდვრის ცენტრში კიმიხმა ბურთზე მშვენივრად იბრძოლა, დაეუფლა და გადაცემა გნაბრიზე შეასრულა. სერჟმა დრიბლინგის შემდეგ ჰორნისგან მარჯვენა კუთხე დალაშქრა, 0:2.

მეორე ნახევარში თამაშის მსვლელობა არ შეცვლილა. ბაიერნი ბურთს აკონტროლებდა, "თხები" კონტრშეტევებზე გადადიოდნენ. ფლიქი როტაციას მიმართა. სკამზე მარტინეზი და ზანე დაჯდნენ, მინდორზე კოსტა და ცირქცზე გამოჩნდნენ. 83-ე წუთზე რიკოშეტის შემდეგ კიოლნმა ბურთი შეაგდო. მსაჯმა ოფსაიდის გამო ჯერ არ ჩათვალა, მაგრამ შემდეგ VAR-ის დახმარებას მიმართა და კარების აღება დააფიქსირა, 1:2. მატჩის მიწურულს ბაიერნის მაისურში დებიუტი მარკ როკამ იზეიმა.

რეკორდმაისტერმა მორიგი 3 ქულა მოიპოვა. სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე ბაიერნი გასვლაზე ზალცბურგს დაუპირისპირდება.


31-10-2020