სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი კიოლნს მეასეთ შეხვდება (აქედან 92 მატჩი ბუნდესლიგის ფარგლებში). მიუნხენელების აქტივში 52 გამარჯვება და 23 ფრეა, 24 თამაში მეტოქის სასარგებლოდ დასრულდა.

კიოლნი ბაიერნს ბუნდესლიგის უკვე ზედიზედ 12 მატჩში ვერ უგებს. "თხებმა" მხოლოდ ქულა მოიპოვეს. უკანასკნელად კიოლნმა ბაიერნი 2011 წლის თებერვალში დაამარცხა (3:2).

რეკორდმაისტერმა ჩემპიონატის უკანასკნელი 3 მატჩი მოიგო. უკანასკნელი 18 შეხვედრის შემდეგ ბაიერნმა 54 ქულიდან 51 დააგროვა. სტატისტიკა ჰოფენჰაიმთან მარცხა გააფუჭა, რომელთანაც მატჩი სექტემბრის ბოლოს გაიმართა.

ბუნდესლიგაში კიოლნი უკვე 15 მატჩის განმავლობაში ვერ იგებს. ამ მომენტისთვის უარესი სერია მხოლოდ შალკეს დაუგროვდა (21 შეხვედრა მოგების გარეშე). კიოლნს საშინაო 8 მატჩი გამარჯვების გარეშე (4 ფრე და 4 მარცხი) 2008/09 წწ. სეზონში ჰქონდა.

ნეგატიური სერიის მიუხედავად, აღსანიშნავია, რომ კიოლნი ჩემპიონატის საშინაო 17 შეხვედრაში მინიმუმ ერთ ბურთს იტანს (საერთო ჯამში 31 გოლი). მეორეს მხრივ, მიუნხენელები 2019/20 წწ. სეზონიდან დაწყებული გასვლით 19 მატჩში მშვენიერ შედეგიანობას დემონსტრირებენ.

შაბათს საღამოს გნაბრი თავის საყვარელ მეტოქეს დაუპირისპირდება. სერჟმა კიოლნს ჩატარელ 5 მატჩში 6 ბურთი გაუტანა. იდენტური მაჩვენებელი ვინგერს მხოლოდ შალკესთან აქვს.

ბუნდესლიგის პირველ 5 ტურში ლევანდოვსკიმ 10 ბურთი შეაგდო, რაც ჩემპიონატის ისტორიაში რეკორდული მაჩვენებელია. უკანასკნელ 4 მატჩში პოლონელმა კიოლნის კარები ხუთჯერ დალაშქრა.


30-10-2020