სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ხუთშაბათს რამდენიმე ფეხბურთელს დასვენებისთვის პაუზა მივეცი. დასკვნით ვარჯიშზე ყველა იქნება".

"კიოლნში მშვენიერი დრო მქონდა, მაგრამ სამწუხაროდ სპორტული თვალსაზრისით ინვალიდი გავხდი. კიოლნში ყოველთვის დიდი სიამოვნებით ვბრუნდები. კიოლნში 3 ქულის ასაღებად ჩავდივართ".

"ლეროი ზანე სასტარტო შემადგენლობაში გამოსასვლელად ისევ მზად არის".

"ალაბამ ბილეფელდთან, ატლეტიკოსთან და ფრანკფურტთან კარგი შეხვედრები ჩაატარა. მინდორზე პარტნიორებს რჩევებს აძლევს. ჩვენი დაცვის ხაზის ლიდერია. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების რიცხვში შედის".

"რა თქმა უნდა, მსურდა, რომ 4 გასვლითი შეხვედრის შორის ერთი საშინაო მატჩიც ჩაგვეტარებინა. მაგრამ არსებულ სიტუაციას ვეგუები. დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ გეზს კიოლნისკენ ავიღებთ".

"სამივე ცენტრალური მცველით კმაყოფილი ვარ. ბოატენგი მშვენიერ შთაბეჭდილებას ტოვებს. ზულემ ტრავმის შემდეგ სრული აღდგენა გაიარა, ნაბიჯ-ნაბიჯ უფრო ძლიერი ხდება. უპირატესობას ალაბა-ბოატენგის წყვილს ვაძლევ, რადგანაც წინა სეზონში კარგად შეთამაშდნენ. ნიკლასს კიდევ რაღაც პერიოდი დასჭირდება. ამ მომენტისთვის სამივე მცველით კმაყოფილი ვარ".


30-10-2020