სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

საყრდენებმა ბაიერნს გამარჯვება მოუტანეს

კიმიხი და გორეცკა გუნდის ლიდერებად ჩამოყალიბდნენ. ლოკომოტივთან შეხვედრაში ორივე საყრდენმა ბურთი გაიტანა და ბაიერნს მნიშვნელოვანი გამარჯვება მოუტანა.

მე-13 წუთზე გორეცკას თაური დარტყმა ზუსტი აღმოჩნდა. ლეონმა გოლი ევროთასების ზედიზედ მესამე შეხვედრაში იტანს. გორეცკამ სუპერთასზე სევილიას გაუტანა, შემდეგ ატლეტიკოს და ახლა ლოკომოტივის კარებიც დალაშქრა.

79-ე წუთზე ულამაზესი ბურთი კიმიხმა გაიტანა. იოზუას გოლმა ბაიერნს გამარჯვება მოუტანა. უკანასკნელი 13 გოლიდან 8 კიმიხმა საჯარიმო მოედნის გარედან შეაგდო. ასევე საყრდენს ბურთთან ყველაზე მეტი შეხება ჰქონდა.


28-10-2020