სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა მოსკოვიდან 3 ქულა წამოიღო

მესამე წუთზე სმოლოვს კარგი მომენტი ჰქონდა, მაგრამ ნოიერი ბურთს ადგილზე დახვდა.

9' ლევანდოვსკის მშვენიერი მომენტი, მაგრამ პოლონელმა ახლო მანძილიდან ბურთი კარს ვერ გაარტყა.

10' ერნანდეზის დარტყმა კარს ზემოდან ასცდა.

14' ლამაზი კომბინაციის შემდეგ ბაიერნმა ანგარიში გახსნა, 0:1! გორეცკას თაური დარტყმის შემდეგ გილერმე უძლური აღმოჩნდა! მშვენიერი გადაცემა მას პავარმა გაუკეთა.

25' იდენტური კომბინაციის გათამაშების შემდეგ ბაიერნმა კინაღამ მეორე გოლი მიითვალა, მაგრამ კომანმა ბურთი ძელს გაარტყა.


27' ზე ლუისი ნოიერთან ერთი ერთზე გაიყვანეს, მაგრამ კაპიტანმა თავდასხმელს დაასწრო და ბურთი ფეხით მოიგერია.

40' საშუალო დისტანციიდან პავარმა გაისროლა, გილერმე ბურთს დაეუფლა.

ტაიმის კომპენსირებულ დროში ტოლისოს თაური დარტყმა კარებს ოდნავ ასცდა. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:1 გავიდნენ.

მეორე ნახევარზე გნაბრი და მარტინეზი გამოვიდნენ. ფეხბურთელებმა გორეცკა და მიულერი შეცვალეს.

48' ორმაგი რიკოშეტის შემდეგ ნოიერი ბურთს დაეუფლა.

50' მარტინეზს პირველივე შეხებით შეეძლო ბურთის გატანა, მაგრამ მისი თაური დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა.

54' კომანის სახიფათო გამჭოლ გადაცემას გილერმე დაეუფლა.


57' კიმიხის მშვენიერი მომენტი, მაგრამ ლოკომოტივი რაიკოვიჩმა გადაარჩინა.

63' ლევანდოვსკი წააქციეს, მსაჯმა ჯერ პენალტი დანიშნა, მაგრამ შემდეგ გადაწყვეტილება შეცვალა და ჯარიმაც არ დანიშნა. რუმინელი არბიტრი ძალიან უცნაურად მოიქცა.

68' ლოკომოტივის შეტევა დარტყმით დასრულდა, მაგრამ ნოიერმა ბურთი დაიჭირა.

69' კომანის მშვენიერი მომენტი, მაგრამ ფრანგმა ააცილა.

70' ლოკომოტივმა ანგარიში გაათანაბრა... 1:1.

72' ლევანდოვსკის თაური დარტყმის შემდეგ ბურთი მეკარეს ხელებში მოუვიდა.

77' ლოკომოტივის კიდევ ერთი კონტრშეტევა, მაგრამ დასკვნითი დარტყმა არაზუსტი გამოვიდა.

80' კიმიხმა მშვენიერი ბურთი გაიტანა, 1:2! იოზუამ ბურთი გააჩერა და მინდორზე დაუშვებლად მეტოქის კარების კუთხე დალაშქრა!

90' კოსტას დარტყმა მახვილი კუთხიდან კარებს ასცდა.

ბაიერნმა მოსკოვიდან 3 ქულა წამოიღო!



28-10-2020