სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ფლიქის ხელმძღვანელობით ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის ყველა 9 შეხვედრა მოიგო. გუნდმა ამ მატჩებში 34 ბურთი შეაგდო (საშუალოდ, ერთ შეხვედრაში 3,8 გოლი). სხვა მწვრთნელებს ზედიზედ ხუთ მატჩზე მეტი არ მოუგიათ.

საერთო ჯამში ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ბაიერნს 12-მატჩიან მოგებათა სერია აქვს. არც ერთ სხვა გუნდს ამ მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია. უკანასკნელ 6 შეხვედრიდან 5-ში რეკორდმაისტერი მინიმუმ 3 ბურთს იტანდა. მხოლოდ ფინალში პსჟ-ს წინააღმდეგ ბაიერნი ერთი გოლით შემოიფარგლა.

უკანასკნელ 5 შეხვედრაში ბაიერნმა 20 ბურთი გაიტანა. ეს გოლები 9 ფეხბურთელმა მიითვალა, რაც გუნდის შეტევის ხაზის მრაფალფეროვნაზე მეტყველებს. ამ სიიდან გუნდს მხოლოდ პერიშიჩი და კოუტინიო დაემშვიდობნენ.

გასვლით შეხვედრებში რეკორდმაისტერს 13-მატჩი წაუგებელი სერია აქვს. უკანასკნელად მიუნხენელები პსჟ-სთან დამარცხდნენ (0:3, 2017 წლის სექტემბერში). ამ შეხვედრებში წითლებმა 10 გამარჯვება და 3 ფრე მოიპოვეს. ეს ბაიერნისთვის ტურნირში ყველაზე ხანგრძლივი სერიაა.

წარსულში ბაიერნი ლოკომოტივთან ორი შეხვედრა ჩაატარა. 1995/96 წწ. უეფას თასის პირველ რაუნდში მიუნხენელებმა ოლიმპიაშტადიონზე ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ, მაგრამ საპასუხო შეხვედრაში მეტოქისგან ქვა ქვაზე არ დატოვეს - 5:0. ეს წაგება ლოკომოტივისთვის საერთაშორისო დონეზე ყველაზე დიდია. აღსანიშნავია, რომ გუნდებს საკუთარ მოედანზე ბურთი ჯერ არ გაუტანიათ.

წარსულში რეკორდმაისტერმა რუსეთის კლუბების წინააღმდეგ 20 შეხვედრა გამართა: 11 გამარჯვება, 6 ფრე და 3 მარცხი. უმეტესი რაოდენობა მოსკოვურ კლუბებს ერგო - 16 მატჩი (ასევე როსტოვი და ზენიტი). მოსკოვში მიუნხენელებმა 5 გამარჯვება იზეიმეს და ერთი თამაში ფრედ დაასრულეს.

საკუთარ კედლებში ლოკომოტივი ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად თამაშობს. რკინიგზელებმა უკანასკნელი 7 მატჩი 6 წააგეს (1 მოგება). მოსკოველებმა სახლში ბოლო 3 შეხვედრა დათმეს. მაგრამ ევროთასებზე ლოკომოტივს საკუთარ კედლებში ზედიზედ ოთხჯერ ჯერ არ წაუგია.


27-10-2020