სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელია. სერჟ გნაბრი გუნდს შეუერთდა. უქმეებზე ლეროი ზანემ ითამაშა. ახლა შეტევის ხაზში ერთი-ორი ვარიანტით მეტი გვაქვს. სერჟი სასტარტო შემადგენლობის კანდიდატი ყოველთვის არის. მისი დაბრუნებით მოხარულები ვართ".

"მარკო როკას ჩემპიონთა ლიგის და ბუნდესლიგის მატჩებში მონაწილეობა ჯერ არ მიუღია. მაგრამ მისი დებიუტი აუცილებლად შედგება".

"ლოკომოტივი რუსეთის ჩემპიონატის ერთ-ერთი ყველაზე სტაბილური გუნდია. ცოტა ბურთი აქვთ გაშვებული. წინა ხაზში ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. სმოლოვს და ედერს ვგულისხმობ. სიფრთხილე გვმართებს, სრული კონცენტრაციით უნდა ვითამაშოთ. ჩვენს წინაშე არც ისე მარტივი ამოცანა დგას".

"ბუნდესლიგის უკანასკნელი 3 მატჩით ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩემპიონთა ლიგა განსაკუთრებული ტურნირია. მიმდინარე ტურნირში რაც შეიძლება შორს წასვლა გვსურს".


26-10-2020