სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მიულერის წინა სამატჩო კომენტარები

"ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობა ყოველთვის გვიხარია. მიმდინარე კურაჟის გახანგრძლივება გვსურს. მშვენიერ კონდიციებში ვიმყოფებით, პოზიტიურად ვართ განწყობილნი".

"დიდი დატვირთვა ჩემთვის გამოწვევაა. დიდ დროს ძილს ვუთმობ. სწორედ ვიკვებები. გუნდში ჩვენზე ტოპ-დონეზე გვივლიან".


"ბოლო დროს შეტევის ხაზის ფეხბურთელები თამაშისგან დიდ სიამოვნებას ვღებულობთ. მოტივაციის ნაკლებობას არ ვგრძნობთ. პირველივე წუთებიდან აგრესიულ, კრეატიულ და შეტევაზე აქცენტირებულ ფეხბურთს ვაჩვენებთ. როგორც წესი, საკუთარი თამაშით კმაყოფილები ვართ".

"ჰოფენჰაიმთან და ჰერტასთან მატჩებში ორთაბრძოლებში არც ისე კარგად გამოვიყურებოდით. მაგრამ ბოლო დროს ამ კომპონენტში მოვუმატეთ. ეს პირველ რიგში ატლეტიკოსთან და ფრანკფურტთან შეხვედრებს ეხება".

"ბაიერნი ყოველთვის გამარჯვებაზეა აქცენტირებული. ბოლო წლებში ყოველთვის ფავორიტთა წრეს მივეკუთვნებოდით. ახლა საკუთარ ძალას კარგად ვგრძნობთ, მაგრამ რა იქნება მარტში-აპრილში, როდესაც პლეიოფის მატჩები ჩატარდება, ჯერ უცნობია. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ გუნდს წარმატების გამეორება შეუძლია".


26-10-2020