სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკი: ჩემთვის სტატისტიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს

"იმედი მაქვს, რომ მიმდინარე კონდიციებს დიდი ხნის განმავლობაში შევინარჩუნებთ. საკუთარი საუკეთესო ფეხბურთის დემონსტრირება ყოველთვის გვსურს. იმ შემთხვევაში, თუ გამარჯვების შანსი გაგვაჩნია, როგორც ეს გასულ შეხვედრაში იყო, მაშინ ჩვენ მატჩის ბედის გადაწყვეტას რაც შეიძლება სწრაფად ვცდილობთ. 3:0-ის შემდეგ ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. უკანასკნელ 30 წუთში ტემპის დაგდება შეგვეძლო. ჩემთვის სტატისტიკას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. სრული კონცენტრაცია გუნდზე და თამაშზე მაქვს გადატანილი. მიმდინარე სიტუაციაში, რომლის განმავლობაში თამაში 3 დღეში ერთხელ გვიწევს, სიფრთხილე გვმართებს. წლის დასრულებამდე უამრავი მატჩის ჩატარება მოგვიწევს", აღნიშნა რობერტ ლევანდოვსკიმ.


25-10-2020