სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა ფრანკფურტი გაანადგურა

სამწუხაროდ, პირველივე წუთზე ტრავმა დეივისმა მიიღო. კანადელმა მინდორის დატოვება მხოლოდ ექიმების დახმარებით შეძლო. დეივისის ნაცვლად ერნანდეზი გამოვიდა.

10' კომანის მშვენიერი გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ანგარიში გახსნა, 1:0! პოლონელმა 10-12 მეტრიდან ცივსისხლიანად მარჯვენა კუთხე დალაშქრა.

26' კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით მეკარესგან უკვე მარცხენა კუთხე დალაშქრა, 2:0!

36' როდეს დარტყმას ნოიერი მშვიდად დაეუფლა.

42' ფრანკფურტის მცველს ბურთი ხელზე მოხვდა, მსაჯმა VAR-ის დახმარებას მიმართა, მაგრამ პენალტი არ დანიშნა.

44' ხელსაყრელი პოზიციიდან მიულერმა დაარტყა, ბურთი ცუბერს მოხვდა.

ტაიმის კომპენსირებულ დროში ბოატენგმა ყვითელი ბარათი მიიღო. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 2:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარი კიმიხის ყვითელი ბარათით დაიწყო.

52' ლამაზი კომბინაციის შემდეგ დასარტყმელ პოზიციაზე ერნანდეზი გავიდა, მაგრამ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.

54' კომანმა გაისროლა, ტრაპმა ბურთს შეეხო, მაგრამ არბიტრმა კუთხური არ დანიშნა.

61' კოსტას მშვენიერი გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ჰეთ-ტრიკი შეასრულა, 3:0! პოლონელმა ახლო მანძილიდან მეკარესგან ახლო კუთხე დალაშქრა.

64' სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ კომანმა დასარტყმელ პოზიციაზე ერნანდეზი გაიყვანა, მაგრამ მცველმა ბურთი კარს ვერ მოახვედრა...


70' მინდორი ლევანდოვსკიმ დატოვა. ტრავმის შემდეგ ფეხბურთს ზანე დაუბრუნდა.

73' ზანემ თავისი ბურთი შეაგდო, 4:0. ვინგერმა რობენის სტილში ფლანგიდან ცენტრში შეიჭრა და ბურთი მეკარესგან შორეულ კუთხეში გადააგზავნა.

83' მანუელ ნოიერმა ბუნა ზარის არც ისე კარგი გადაცემის შემდეგ ბაიერნი გოლს გადაარჩინა. კაპიტანმა ბურთი კარების ხაზიდან ვარდნაში ფეხით მოიგერია.

86' ერთი ერთზე გორეცკა გაიყვანეს, მაგრამ ახლო დუელში ტრაპმა ნახევარმცველს აჯობა. ლეონმა მეკარეს თავზე გადაგდება ჩაიფიქრა, მაგრამ კევინმა ჩანაფიქრს მიხვდა და ხელით მოიგერია.

89' ტრაპმა მუსიალას დარტყმის მოგერიებაც მოახერხა. ახალგარზრდა ნახევარმცველმა ახლო მანძილიდან დაარტყა.

90' მატჩის მიწურულს მუსიალამ ბურთის გატანა მაინც მოახერხა - 5:0! ბაიერნმა მეტოქე გაანადგურა. წინ მოსკოვია, სადაც ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურში მოქმედი გამარჯვებული ლოკომოტივს შეხვდება.


24-10-2020