სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"კოკო ტოლისოს ორმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიუსაჯეს. შესაბამისად, ფრანგი სხვა ნახევარმცველით უნდა ჩავანაცვლოთ. გადაწყვეტილებას ამის შესახევ შაბათს მივიღებთ".

"ყველა ჯანმრთელია. ზანე გუნდს დაუბრუნდა. კარგ გზას ვადგავართ. ლეროის დაყენება სასტარტო შემადგენლობაში არ ვაპირებთ. წინ ნაბიჯ-ნაბიჯ წავალთ. მაგრამ მას მინდორზე გამოსვლა შეუძლია და ამით ძალიან მოხარულები ვართ".

"ბილეფელდთან შეხვედრაში მშვენიერი თამაში ვაჩვენეთ. დადებით დინამიკას ვხედავ. დრო გვჭირდება, რადგანაც წინა სასეზონო მომზადება თითქმის არ გვქონდა. ჩვენთვის ეს პროცესს წარმოადგენს. რიტმში შესასვლელად მატჩების გამოყენება გვმართებს. უკანასკნელ ორ მატჩში ნაჩვენები თამაშით კმაყოფილი ვარ".

"აინტრახტის შემადგენლობაში ემოციური ფეხბურთელები გამოდიან. ბევრს დარბიან და ორთაბრძოლებში ხისტად შედიან. მეტოქეზე ზეწოლას ყოველთვის ახდენენ. სტანდარტების დროს კარგად გამოიყურებიან. ჰინტერეგერი თავით მშვენივრად თამაშობს. თავს კარგად და აგრესიულად იცავენ. თავისუფალი სივრცეების პოვნის შემთხვევაში ძალიან მოხარული ვიქნები. პირველი წუთებიდან კონცენტრაციით თამაში მნიშვნელოვანი იქნება. საკუთარი თამაში უნდა ვაჩვენოთ".

"გნაბრი შეხვედრას გამოტოვებს. ვნახოთ რა იქნება შემდეგ. კონცენტრაცია ფრანკფურტზე გვაქვს გადატანილი. იმ ფეხბურთელებს გამოვიყენებთ, რომლებიც გვყავს".


23-10-2020