სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კიმიხის განსაკუთრებული მოტივაცია

"იოზუა კიმიხი საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გადაცემის მისაღებად ყოველთვის ღიაა. ყოველთვის იცის, რაც უნდა გააკეთოს", შეაქო კიმიხი ჰანზი ფლიქმა.

ბრძოლისუნარიანობა, მენტალიტეტი, მინდვრის მშვენიერი ხედვა და ტექნიკა - ყველაფერს ამას იოზუა კიმიხის სათამაშო სტილი შეიცავს. გასული თვეების განმავლობაში ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.

ატლეტიკოს წინააღმდეგ შეხვედრაში კიმიხმა "ასისტი" მიითვალა. მას ბურთთან 100 შეხება ჰქონდა. გადაცემების სიზუსტემ 87%-ს მიაღწია.

განსაკუთრებული მოტივაცია კიმიხმა მინდვრის საზღვრების გარეშე მოიპოვა. ოთხშაბათს 25 წლის ფეხბურთელი მამა მეორედ გახდა. პირველი გოლის შემთხვევაში მან მნიშვნელოვანი ჩაჭრა მოახდინა და შემდეგ კომანზე შედეგიანი გადაცემაც შეასრულა.


22-10-2020