სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა

მანუელ ნოიერმა ბაიერნის მაისურში ატლეტიკოს წინააღმდეგ თავისი 200-ე "მშრალი" მატჩი ჩაატარა. ამ შთამბეჭდავი შედეგის მისაღწევად მეკარეს მხოლოდ 394 მატჩის ჩატარება მოუწია. რეკორდმაისტერის კაპიტანმა ზეპ მაიერს გადაუსწრო, რომელსაც 651 მატჩიდან ნულზე 199-ჯერ ითამაშა. ლეგენდარულ ოლივერ კანს, რომელმაც ბაიერნში 14 წელი ჩაატარა, 247 "მშრალი" შეხვედრა დაუგროვდა (632 მატჩიდან).

ოთხშაბათს საღამოს ბაიერნმა მეტოქის კარები ოთხჯერ დალაშქრა და ამით საკუთარი საშუალო მაჩვენებელი აწია. ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელ 12 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა 47 ბურთი შეაგდო, საშუალოდ მატჩში - 3,9 გოლი.

ამ 12 შეხვედრაში ბაიერნი მინდორს გამარჯვებული ტოვებდა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ეს ყველაზე გრძელი სერიაა. ყველა ტურნირის ჩათვლით რეკორდმაისტერმა 29 მატჩიდან 28 მოიგო. ერთადერთი მარცხი ბაიერნმა რამდენიმე კვირის წინ ჰოფენჰაიმისგან იწვნია (1:4).

მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის ზედიზედ მე-17 მატჩი მოიგეს, რაც კიდევ ერთი შთამბეჭდავი სერიაა. ამ შეხვედრებში ბურთების შეფარდება - 42:2-ზეა.

გასული შეხვედრის მესამე გოლი კოკო ტოლისომ მიითვალა. 30 მეტრიდან ნახევარმცველმა ულამაზესი დარტყმით მეტოქის კარები დალაშქრა. ტოლისომ ბაიერნის მაისურში ჩემპიონთა ლიგის ჩატარებული 19 შეხვედრაში 7 ბურთი შეაგდო. ფრანგს ასევე 5 შედეგიანი გადაცემა დაუგროვდა.


22-10-2020