სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ატლეტიკო გააცალმტვერა

მეორე წუთზე ძალიან სახიფათო მომენტი ატლეტიკოს ჰქონდა. მაგრამ სუარესი ბურთს ვერ მიწვდა. მანამდე ესპანელებმა ორი კუთხური ჩამოაწოდეს.

6' ლევანდოვსკის ლამაზი დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ოდნას ასცდა.

15' კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ზულემ ბურთი ძელს გაარტყა. მცველს რეალური შანსი ჰქონდა.

18' ობლაკმა ატლეტიკო კომანის დარტყმის შემდეგ გადაარჩინა.


28' კიმიხის მშვენიერი გადაცემის შემდეგ კომანმა ობლაკის კარები დალაშქრა, 1:0!

35' საჯარიმოში ლევანდოვსკი წააქციეს, მაგრამ მსაჯმა ეპიზოდი უყურადღებოდ დატოვა.

42' კომანის მშვენიერი გადაცემის შემდეგ გორეცკამ ატლეტიკოს შორეული კუთხე დალაშქრა, 2:0!

45' პავარის ჩაწოდებას ლევანდოვსკის თაური დარტყმა მოჰყვა, მაგრამ ბურთი კარებს ზემოდან ასცდა.

შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 2:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარი ატლეტიკოს გოლით დაიწყო, მაგრამ ბურთი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. ანგარიში 2:0 არ შეცვლილა.


56' ლევანდოვსკის კარგ გადაცემას კომანი ვერ მიწვდა...

61' მიულერის "მაკრატელა" კარებს ასცდა.

64' კარასკომ მშვენიერი მომენტი გააცუდა. ბაიერნი გოლს გადაურჩა.

67' საშუალო დისტანციიდან ტოლისოს ულამაზესი დარტყმა გამოუვიდა, 3:0! ობლაკი უძლური აღმოჩნდა!

69' კომანის მშვენიერი დრიბლინგის შემდეგ ანგარიში 4:0 გახდა! კარგი გადაცემა ფრანგზე მიულერმა შეასრულა.

85' ატლეტიკომ სტანდარტი შეასრულა, მაგრამ არაზუსტად.

ბაიერნმა ატლეტიკო გააცალმტვერა, 4:0! ფლიქის შეგირდები ჯგუფის ლიდერები გახდნენ.



22-10-2020