სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"წინა სეზონის წარმატებების მიღწევა ძალიან რთული იქნება. საკუთარ შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ. ჩემპიონთა ლიგაზე ბევრი ძლიერი მეტოქე გამოდის. მატჩიდან მატჩამდე უნდა ვიფიქროთ".

"კუასი და ზანე აღდგენით პროცედურებს გადიან. ყველა დანარჩენი ფეხბურთელი სათამაშოდ მზად არის".

"რაღაც კონკრეტული სათამაშო დეტალების მოსამზადებლად ცოტა დრო გვქონდა. ბილეფელდის წინააღმდეგ კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რაღაც სიტუაციებში იღბალი დაგვაკლდა. ბურთის ფლობის დროს კარგად გამოვიყურებოდით. იმ მატჩით კმაყოფილი დავრჩი".

"ერნანდეზს თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ასევე მარცხენა ფლანგზე შეუძლია. ფლანგზე ძალიან კარგად გამოიყურება. განსაკუთრების ეს უბურთოდ თამაშის დროს ეხება. ფრანგი დამატებით თვისებებს ამჟღავნებს. წინა სეზონი ტრავმების გამო რთული გამოუვიდა, მაგრამ ბოლოსკენ საკუთარი დონე აჩვენა".

"ახლა დეივისს მცირე ჩავარდნა აქვს. მაგრამ საკუთარი სიჩქარის და დინამიკის დახმარებით მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება. გასულ ვარჯიშზე ძალიან კარგად გამოიყურებოდა. მცირე ჩავარდნა მისი ასაკისთვის და გასული ძლიერი სეზონის შემდეგ ჩვეულებრივი მოვლენაა".

"მშვენიერია, როდესაც ტურნირის პირველივე შეხვედრაში ატლეტიკოს შევხდებით. დიეგო სიმეონე გუნდის განვითარებას ყოველთვის ახერხებს. დაცვის თამაშის მიხედვით ევროპაში საუკეთესო გუნდებს მიეკუთვნებიან. შეტევის ხაზშიც მაღალ კლასს ფლობენ. შესაბამისად კომპაქტური თამაშის და მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა გვმართებს. თანაბარი თამაში იქნება, რადგანაც მინდორზე მეტოქე საკუთარი მწვრთნელის თვისებებს ამჟღავნებს. დიდი ვნებით თამაშობენ. მატჩის და ამ მწვრთნელთან შეხვედრის დიდი მოლოდინი გამაჩნია, რომელიც 9 წლის განმავლობაში უდიდესი შრომა ჩადო".

"მეტოქის ძლიერი მხარეები გავაანალიზეთ. მხოლოდ ორი ბურთი გაუშვეს. ძალიან დისციპლინირებულები არიან. შეტევის ხაზში მაღალ კლასს ფლობენ. მატჩზე გეგმა გაგვაჩნია, რომელიც მინდორზე უნდა შევასრულოთ".

"ერთი კვირის განმავლობაში სრული შემადგენლობით ვივარჯიშეთ. ამით კმაყოფილი ვარ. გუნდს ძლიერი მხარეები გააჩნია. შემადგენლობის როტაცია შემიძლია, ეს ის არის, რაც მსურდა. მნიშვნელოვანია, რომ ფეხბურთელებმა ნაკლები ტრავმა მიიღონ".

გასული დღეების განმავლობაში დუგლას კოსტამ აჩვენა, რომ მაღალ დონეს ფლობს. ბურთთან მშვენიერია, კარგი გადაწყვეტილების მიღება შეუძლია. სტანდარტებს მშვენივრად ასრულებს, კარების მიმართულების კარგ დარტყმებს ანახორციელებს. წინა წელს კუნთებთან პრობლემების გამო რამდენიმე შეხვედრა გამოტოვა. ჩვენი მიზანი მისი 100%-ან კონდიციებამდე მიყვანა იქნება. მაშინ გუნდისთვის ძალიან სასარგებლო გახდება. ძალიან მოხარული ვარ, რომ ჩვენს რიგებში ითამაშებს".


20-10-2020