სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ერნანდეზის წინა სამატჩო კომენტარები

"გასული სეზონი ტრავმების გამო ჩემთვის რთული იყო. მიმდინარე სეზონი კარგად დაიწყო. ჩემი შესაძლებლობების დამტკიცება მსურს".

"ბაიერნში გადასვლა ძალიან მსურდა. დიდ კლუბში გადავედი, რომელშიც მენდობიან. ამ ნდობის გამართლება მსურს. ატლეტიკოსთან კავშირს არ ვკარგავ. კლუბმა ყველაფერი მომცა. გადასვლის გამო არ ვნანობ, რადგანაც დიდ კლუბში გამოვდივარ".

"ორივე პოზიციაზე თავს კომფორტულად ვგრძნობ - გინდ დაცვის ცენტრში ან დაცვის მარცხენა ფლანგზე დამაყენონ".

"დეივისი მშვენიერი ფეხბურთელია. ამ მომენტისთვის მარცხენა ფლანგზე ვთამაშობ. ეს მწვრთნელის გადაწყვეტილებაა. მისი ნდობის გამართლება მსურს".

"ატლეტიკოს წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. ჩემი წასვლის შემდეგ ბევრი რამ მანდ შეიცვალა. ახალი ფეხბურთელები მოვიდნენ, ოდნავ სხვა სათამაშო მოდელით თამაშობენ. მაგრამ დაცვის ხაზში ისევ ძალიან სტაბილურები და შეტევაზე სახიფათოები არიან. 90 წუთის განმავლობაში მათი შემტევი პოტენციალის შეჩერება მოგვიწევს".

"დიეგო სიმეონეს დიდ მადლობას ვუხდი. ჩემთვის ბევრი რამ გააკეთა. მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია. ატლეტიკოდან წავედი იმიტომ, რომ სხვა მიზნების მიღწევა და განსხვავებული კულტურის გაცნობა მსურდა. რთული პირველი სეზონის შემდეგ ახლა გაბრწყინებას და ჩემი შესაძლებლობების დემონსტრირება მსურს".

"რა თქმა უნდა, ტურნირის ფავორიტების რიცხვში შევდივარ. ჩვენს შემადგენლობაში მშვენიერი ფეხბურთელები გამოდიან. ვარჯიშებზე ყველა მაქსიმალურად იხარჯება. გუნდში ჯანმრთელი კონკურენცია სუფევს. ყველას წინა სეზონის წარმატებების გამეორება გვსურს".

"გუნდს ტიპიური გერმანული მენტალიტეტი გააჩნია. მოგებების მოპოვება გვსურს. ტურნირის დაწყებას მაქსიმალური მოტივაციით შევხდებით.


20-10-2020